დასაწყისი წაიკითხე აქ 

ნეოკორტექსი – ეს რაციონალური გონია – ნერვული სისტემის ყველაზე ახალგაზრდა სტრუქტურა. მისი ასაკი 1,5- 2,5 მლნ წელია, მისი მოცულობა კი ტვინის 80%-ს შეადგენს. ნეოკორტექსი არის ჭეშმარიტი ინტელექტის ცენტრი. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვეძახით გონიერებას: ლოგიკური აზროვნება, მსჯელობა, დასკვნის გამოტანის უნარი, ანალიზის უნარი, აქ მიმდინარეობს შემეცნებითი და შემოქმედებითი პროცესები.

ნეოკორტექსი არის მეექვსე (ინტუიცია) გრძნობის ორგანო. მისი განვითარება ააქტიურებს ე.წ. მენტალურ უნარებს, რომელიც აღიქვამს სამყაროს, ადამიანების ვიბრაციას, არაცნობიერ პროცესებს. სწორედ აქ არის ჩადებული შემეცნებისა და ოცნებების რეალიზების უსასრულო შესაძლებლობები. ტვინის ამ ნაწილის განვითრებით, ადამიანს ეძლევა იმის რეალიზების უნარი, რისი წარმოდგენაც შეუძლია. აქ იბადება ვიზუალური სურათები, წარმოდგენები, მომავლის ხედვა. ნეირონული აქტივობა ხელს უწყობს სინაფსური კავშირების ზრდას და თამაშობს მთვარ როლს ინფორმაციის ბიოქიმიურ დონეზე გადამუშავებაში. შედეგად, იზრდება სიგნალების გადაცემის ინტენსივობის ერთეული, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის სანდო გადაცემას და მის კიდევ უფრო სანდო შენახვას (დამახსოვრებას). ეს არის აზროვნების საოცარი მოქნილობა, მომავლის ხედვის კოლოსალური შესაძლებლობები და ცოდნის მიღების წყურვილი. ნეოკორტექსის წყალობით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ყველაფერი, რაც კი გვინდა. ნეოკორტექსს აქვს სივრცითი აზროვნების უნარი. მას შეუძლია განსაზღვროს: რა ქმედება უნდა ჩავიდინოთ სამომავლოდ, როგორ დავგეგმოთ და დავსახოთ მიზანი, როგორ ვიოცნებოთ. მას შეუძლია მოგვცეს მოტივაცია და ძალიან სწრაფად გახდეს რაიმე ქმედების ბიძგი. მას შეუძლია ლოგიკის საშუალებით მიიღოს ან უარყოს იდეები. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ცნობიერი გონება არ არის გრძლევადიან ქმედებაზე პასუხისმგებელი. დღესდღეობით მიიჩნევა, რომ მიზნის დაგეგმარებაში ცნობიერი გონება მონაწილეობს მხოლოდ 2%-ით, დანარჩენ 98 % -ზე პასუხისმგებელია არაცნობიერი. თუმცა, ზუსტად რა არის არაცნობიერი და როგორ მუშაობს, ეს ბოლომდე არავინ იცის.

ის ადამიანები, რომლებიც ახდენენ გარღვევას ევოლუციაში, სწორედ ნეოკორტექსის აქტიური მუშაობის შედეგად აღწევენ წარმატებებს. და მთავარი იარაღი აქ არის ვიზუალიზაცია. ოცნების, იგივე ვიზუალიზაციის ენა მხოლოდ  ნეოკორტექსს ესმის. ამიტომაც, მას მეორენაირად ვიზუალურ ტვინს ეძახიან. და ის მთლიანად პასუხისმგებელია მომავალზე. აწმყო დრო მისი კონტოლის ზონაში არ არის. სწორედ ამიტომ, თუკი ვოცნებობთ, ანუ ვხედავთ რაიმეს (გარკვეული წესების დაცვით, რაც ცალკე ტექნიკაა და სხვა პოსტებში აღვწერ), აქტიურდება ნეოკორტექსი. ეს ნიშნავს, რომ აქამდე აღზევებული ლიმბური სისტემა შედარებით პასიურდება, მასთან ერთად პასიურდება ჩვენი შიშები და ემოციები, რაც ხელს გვიშლის ახალი ნაბიჯების გადადგმაში. პასიურდება რეპტილიური სისტემა, იხშობა ყველა ნეგატიური სიგანილი,  სხეულს გადაეცემა ბრძანება, რომ ის, რაც გონებამ დაინახა, მომავალში განხორციელებადია და უსაფრთხოა. რადგან უსაფრთხოა, სხეული უკვე თავისუფლად მოქმედებს. რეპტილიური სისტემა აღარ გვევლინება ხელის შემშლელად. და ნაცვლად შიშებისა და გაუბედაობისა, გვაქვს მოტივაცია. და ვიწყებთ ქმედებას. ამ პროცესის საჩვენებელი ყველაზე კარგი მაგალითი არის სიტუაცია, როდესაც, ვთქვათ, სამსახურში გთავაზობენ ახალ პროექტს. რა ხდება თქვენს გონებაში ამ დროს? თუკი უკვე რეალიზებული პროექტის დანახვა შეძელით (თვალების მოძრაობა წავიდა ზემოთ და სადღაც სივრცეში ხედავთ, როგორ გიხდიან ამ პროექტის გამო მადლობას ან პრემიას), მაშინ სამოქმედო მოტივაცია გიჩნდებათ. იმ წუთასვე აენთებით და იწყებთ ქმედებას. თუკი ვერ შეძელით პროექტის წარმოდგენა, საუბარი მხოლოდ საუბრად რჩება.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენში სამი სხვადასხვა პიროვნება ცხოვრობს. ადამიანის ტვინი იგივეა, რაც სამი ბიოლოგიურად დაკავშირებული კომპიუტერის ერთობა. აქედან სამივეს აქვს თავისი ცალკეული გონი, დროისა და სივრცის საკუთარი აღქმა, საკუთარი ფუნქციები, საკუთარი მეხსიერება და საკუთარი წარმოდგენები ამ სამყაროზე.

ირინა ჭოჭუა

ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში. The Society of Neuro-Linguistic Programming™ ასოციაციის წევრი. სერტიფიცირებული ქოუჩი ICF-ის სტანდარტებით. International Coach Federation (ICF) წევრი.
03.17.2016

ლაბის ფოტო ამბები

ბოლო პოსტები

საკვანძო სიტყვები

კატეგორიები

არქივი