პარტნიორები
- მთავარი
- პარტნიორები
გუნდური ქოუჩინგის სერტიფიცირებული პროგრამა
Clutterbuck Coaching & Mentoring International
Clutterbuck Coaching & Mentoring International (CCMI) არის ქოუჩინგის და მენტორინგის სფეროში ლიდერი ბრიტანული ორგანიზაცია. მისი დამფუძნებელია პროფესორი დევიდ კლატერბაკი, რომელიც არის გუნდური ქოუჩინგის ერთ-ერთი ფუძემდებელი და EMCC-ს თანადამფუძნებელი. მისი ავტორობით გამოცემულია 75 წიგნი ქოუჩინგის, მენტორინგის, ლიდერობის და მართვის შესახებ.
CCMI-ს სასწავლო პროგრამები და სერვისები ფართოდ არის წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ორგანიზაციას გააჩნია 45 წლიანი ისტორია სამეცნიერო კვლევების და ქოუჩინგის კულტურის დანერგვის მიმართულებით. საქართველოში CCMI-ს პარტნიორია ქოუჩინგ ლაბი. პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ გთავაზობთ გუნდური ქოუჩინგის პროგრამას, რომელიც აკრედიტებულია EMCC-სა და ICF-ის მიერ.
ბიზნეს ქოუჩინგის სასერტიფიკატო პროგრამა
IBCU
International Business Coaching University ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის, ICF-ის მიერ აკრედიტებული უნივერსიტეტია, რომელიც ქოუჩების სერტიფიკაციას ახდენს და, ამასთანავე, აწვდის ბიზნესს მაღალპროფესიონალურ ქოუჩინგის მომსახურებას. მისი მისიაა ლიდერებს გადასცეს გამოცდილება, მოწინავე ცოდნა და ქოუჩინგის საუკეთესო პრაქტიკა მაღალეფექტური ორგანიზაციების მართვისთვის. IBCU არის Leadership Coaching Awards გამარჯვებული, სადაც მიენიჭა პრემია პროექტისთვის „ძლიერი გადაწყვეტები გაურკვევლობის პირობებში“. ქოუჩინგ ლაბი საქართველოში ახორციელებს IBCU-ს პროფესიულ სასწავლო პროგრამებს ქოუჩების სერტიფიკაციისა და პროფესიული დახელოვნებისთვის.
შეფასების ინსტრუმენტები
Thomas International
Thomas International მსოფლიო ლიდერია ფსიქომეტრიული ტესტირების სფეროში. 1981 წლიდან კომპანია უზრუნველყოფს ორგანიზაციებში HR პროცესების მხარდაჭერას ტალანტების მართვის, რეკრუიტინგის, სამუშაოს შესრულების მართვის, ტრენინგისა და განვითარების მიმართულებებით. ქოუჩინგ ლაბი Thomas International-ის პარტნიორია საქართველოში, რითაც ადგილობრივად ხელმისაწვდომს ვხდით ადამიანური კაპიტალის მართვის მოწინავე მსოფლიო პრაქტიკას.