CSR

სოციალური პასუხისმგებლობა

ბიზნეს ქოუჩინგი ქალი მეწარმეებისთვის

ქოუჩინგ ლაბი 2019 წლიდან ახორციელებს ქალი მეწარმეების მხარდამჭერ პროგრამას “ბიზნეს ქოუჩინგი ქალი მეწარმეებისთვის”. პროგრამა შეიქმნა იმ ქალებისთვის, რომლებმაც თავიანთი იდეის განხორციელებისთვის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგეს, აფართოებენ საქმიანობას კონკრეტული მიმართულებით და ესაჭიროებათ პროფესიული განვითარება. პროგრამა მოიცავს 1 თვიან ტრენინგს ბიზნეს ქოუჩინგის მიმართულებით, შეხვედრებს მოწვეულ სპიკერებთან და სხვადასხვა ნეთვორქინგ აქტივობებს. პროგრამის მიზანია მონაწილეებს გაუზიაროს ცოდნა ბიზნეს ქოუჩინგის ინსტრუმენტების და ლიდერობის განვითარების შესახებ, აამაღლოს მათში თვითცნობიერება, ხელი შეუწყოს ქალი მეწარმეების წინსვლას. 

„ბიზნეს ქოუჩინგი ქალი მეწარმეებისთვის“ ტარდება ქოუჩინგ ლაბის ორგანიზებით და სრული ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამაში მონაწილეების შერჩევა ხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. პროგრამის ავტორი და მენტორია ირინა ჭოჭუა – სერტიფიცირებული ქოუჩი და ბიზნეს ტრენერი. 

ქალები-1024x512

ქალი ლიდერების მხარდაჭერა​

ქოუჩინგი ეხმარება ადამიანებს, გუნდებს და ლიდერებს გააფართოვონ აზროვნების არეალი, დააინიცირონ სასურველი ცვლილებები, შექმნან ბიზნეს ეკოსისტემა, რომელიც იქნება ინოვაციებისადმი ღია. ბიზნეს ქოუჩინგის 1 თვიანი პროგრამა ქალი მეწარმეებისთის მოიცავს შემდეგ თემებს:

  • ბიზნეს ხედვის განვითარება;
  • მიზნების დასახვა, რესურსულობა, პრიორიტეტებზე მუშაობა;
  • გუნდის შექმნა და მოტივირების მექანიზმები;
  • ლიდერული უნარების განვითარება;
  • მუშაობა წინააღმდეგობებთან, სტრესის მართვა;
  • ემოციური და სოციალური ინტელექტი;