ადამიანების განვითარება

გამოწვევები

ადამიანების განვითარება

ჩვენ გვჯერა ადმიანების პოტენციალის და ვუქმნით შესაძლებლობებს მიიღონ საუკეთესო გადაწყვეტილებები.

ადამიანების განვითარება, მოტივირება და ჩართულობა, თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვა, გუნდების გაძლიერება, ლიდერების მხარდაჭერა – ეს ის გამოწვევებია, რომლის წინაშეც ორგანიზაციები დგანან. დღევანდელ სწრაფად ცვალებად გარემოში, რაც უფრო ძლიერია ორგანიზაციული კულტურა და ნერგავს ღირებულებების შესაბამის ქცევებს, უფრო მაღალია თანამშრომლებში ემპათიის და სოციალური უნარები, გუნდები მეტად ფოკუსირებულია კოლაბორაციაზე, კონფლიქტების მართვაზე, გადაწყვეტილების მიღებასა და სიახლეების დანერგვაზე, ლიდერები მეტად ქმნიან განმავითარებელ გარემოს.

ორგანიზაციები, რომელთა ფოკუსია ადამიანების განვითარება, გამოირჩევიან შემდეგი მახასიათებლებით: გუნდის წევრები ენდობიან ერთმანეთს – ღიაობა და მიმღებლობა არის ნდობის საფუძველი გუნდში; თანამშრომლებს შორის არის ჯანსაღი კომუნიკაცია – დაცულია ადამიანის ემოციური უსაფრთხოება; სახეზეა ინიციატივები და ცვლილებებისადმი ღიაობა – ორგანიზაციაში არის მხარდამჭერი გარემო; წახალისებულია მრავალფეროვნება და ჩართულობა.

 

ჩვენი გადაწყვეტა

შეფასების ინსტრუმენტები

ჩვენ ვმუშაობთ ექსკლუზიურად ბრიტანული ფსიქომეტრიული ინსტიტუტების მიერ შექმნილი ინსტრუმენტებით Thomas International პლატფორმის გამოყენებით.

ბიზნეს ქოუჩინგი

ჩვენ ვქმნით პარტნიორულ გარემოს და განმავითარებელ სივრცეს, სადაც ადამიანი შეძლებს თვითჩაღრმავებას და საკუთარი ლიდერული უნარების გაძლიერებას.

ტრენინგები და განვითარება

ჩვენ ვხელმძღვანელობთ გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების პრინციპებით და თანამშრომლების განვითარებისთვის ვქმნით აქტივობებით სავსე, საინტერესო და კომფორტულ გარემოს.

კომუნიკაციის კულტურა

ჩვენ მიერ შემუშავებული 6 თვიანი პროგრამა მოიცავს პოზიტიური კომუნიკაციის ჩვევების, დიალოგის უნარების, ლიდერული ქცევების და უკუკავშირით მდიდარი კულტურის განვითარებას.