კეთილდღეობის კულტურა

ორგანიზაციისთვის

კეთილდღეობის კულტურა

ჩვენ ვაინსპირირებთ ლიდერებს გახდნენ მათთვის შედეგიანი ცვლილებების მესაჭეები, ვნერგავთ პიროვნული და ორგანიზაციული განვითარების ინოვაციურ მეთოდებს.

Keyword Research

კეთილდღეობის კულტურა

ორგანიზაციაში კეთილდღეობის კულტურის დანერგვის მნიშვნელობა კოვიდ პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვანწილად ამაღლდა. აღნიშნულს დაერთო ის მოცემულობა, რომ დღეს სამუშაო ბაზრის დიდ ნაწილს უკვე თაობა Z შეადგენს, რომელთაც არ სურთ „ითამაშონ ძველი წესებით“. მათი დაკვეთა კი ორგანიზაციების მხრიდან თანამშრომლის კეთილდღეობასა და განვითარებაზე ორიენტაციაა. ქოუჩინგ ლაბის კეთილდღეობის მოდელი ადამიანის ჰოლისტურ აღქმას ეყრდნობა და შემდეგ განზომილებებში გთავაზობთ ინსტრუმენტების, სერვისებისა და აქტივობების მრავალფეროვან არჩევანს: ფიზიკური, მენტალური, ემოციური, სოციალური, სულიერი.

ველნესი1
გუნდური ქოუჩინგი2

ჩვენი გადაწყვეტა

კეთილდღეობის ფიზიკურ სფეროზე ზრუნვისთვის ქოუჩინგ ლაბის პროფესიონალი ტრენერები სხეულებრივ პრაქტიკებს და სახალისო, ამავდროულად შემეცნებით აქტივობებს შემოგთავაზებენ. მენტალური ჯანმრთელობისთვის ჩვენი კოლექცია ინდივიდუალური რეფლექსიისა და თვითცნობიერების ამაღლებისთვის საინტერესო ინსტრუმენტებს მოიცავს, რომლის შედეგად თქვენი თანამშრომლები დაეუფლებიან თვითქოუჩინგის უნარებს. ემოციური კეთილდღეობისთვის, ემოციური ინტელექტის ასამაღლებლად და სტრესის მართვისთვის მასტერკლასებისა და ჯგუფური ქოუჩინგის სერია გვაქვს გამზადებული, რომელის შედეგადაც თქვენი თანამშრომლები აიმაღლებენ ემოციური მედეგობის უნარებს და ჩაწვდებიან თვითმოტივაციის ბუნებას. 

თანამშრომელთა კეთილდღეობისთვის

ტრენინგები და განვითარება

ჩვენ ვხელმძღვანელობთ გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების პრინციპებით და თანამშრომლების განვითარებისთვის ვქმნით აქტივობებით სავსე, საინტერესო და კომფორტულ გარემოს.

SEO-Optimized

ჩვენი გადაწყვეტა

კეთილდღეობის სოციალური სფერო ჩვენი კეთილდღეობის კოლექციის მუდმივი კომპონენტია, ვინაიდან კოლექცია გაჯერებულია ჯგუფური აქტივობებით, რაც  ასტიმულირებს თანამშრომლებს შორის ნეთვორქინგს, გახსნილობას და ნდობის გაღრმავებას. სულიერ განვითარებაზე მრავალი მითი არსებობს, ჩვენ კი ვეფუძნებით სამეცნიერო მიდგომებს, რომელიც გვაჩვენებს, პიროვნული თუ ლიდერული განვითარება სულიერი ზრდის შედეგად ხდება. კეთილდღეობა კი თანამედროვე ადამიანისთვის არა არსებული მოცემულობა, არამედ გამოსამუშავებელ კომპეტენციათა ნუსხაშია და თვითჩაღრმავებას, საკუთარი ღირებულებების კარგად ცნობასა და გაცნობიერებას საჭიროებს. 

ბიზნეს ქოუჩინგი