ბიზნეს ქოუჩინგი

ორგანიზაციისთვის

ბიზნეს ქოუჩინგი

ვქმნით ცვლილებებს - ვაინსპირირებთ ლიდერებს გახდნენ მათთვის შედეგიანი ცვლილებების მესაჭეები, ვნერგავთ პიროვნული და ორგანიზაციული განვითარების ინოვაციურ მეთოდებს.

ჩვენი გადაწყვეტა

ბიზნეს ქოუჩინგი ორგანიზაციული განვითარების და ლიდერობის დანერგვის ეფექტიანი ინსტრუმენტია. ქოუჩი ეხმარება ადამიანებს, გუნდებს და ლიდერებს გააფართოვონ აზროვნების არეალი, დააინიცირონ სასურველი ცვლილებები, შექმნან ბიზნეს ეკოსისტემა, რომელიც იქნება ინოვაციებისადმი ღია. ქოუჩინგზე დაფუძნებული ორგანიზაციული კულტურა მთლიანად ცვლის თამაშის წესებს. ქოუჩინგის ამოცანაა შექმნას ადამიანზე ფოკუსირებული მართვის სტილი.

ჩვენი მიზანია ორგანიზაციებს გავუწიოთ პარტნიორობა ქოუჩინგის დანერგვის პროცესში. ამისთვის ვიყენებთ სისტემურ მიდგომას და გთავაზობთ ქოუჩინგის სერვისს შემდეგი მიმართულებებით: აღმასრულებელთა ქოუჩინგი, ლიდერების ქოუჩინგი, გუნდური ქოუჩინგი.

ლიდერების ქოუჩინგი

Profesionally Written

ლიდერების ქოუჩინგი

დღევანდელი ლიდერი არის ადამიანი, რომელიც ორიენტირებულია თვითცნობიერებაზე, თვითმართვაზე, მოსმენაზე როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვა ადამიანების, განმავითარებელ უკუკავშირზე, გულწრფელობაზე, ემპათიაზე. ლიდერობის ქოუჩინგი მუშაობს სწორედ ამ მიმართულებით: ჩვენ ვქმნით პარტნიორულ გარემოს და განმავითარებელ სივრცეს, სადაც ადამიანი შეძლებს თვითჩაღრმავებას და საკუთარი ლიდერული უნარების გაძლიერებას. 

ICF-ის მიერ აკრედიტებული სასერტიფიკატო პროგრამა

ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა

პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას გახდეთ პროფესიონალი ბიზნეს ქოუჩი და ორგანიზაციებში დანერგოთ ლიდერობის თანამედროვე მოდელები.

SEO-Optimized

გუნდური ქოუჩინგი

გუნდური ქოუჩინგი არის გამოცდილება, რომელსაც პარტნიორულ ფორმატში გუნდი და ქოუჩი ქმნიან ერთობლივად, რაც აძლიერებს გუნდს, ქმნის განგრძობადი განვითარების და დასწავლის სივრცეს; შესაძლებლობებს, რათა გუნდი გახდეს უფრო მოქნილი, ცვლილებებისადმი ადაპტური, შედეგზე ორიენტირებული და ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანებული.

ჩვენი მიზანია დავეხმაროთ გუნდებს პროცესების გაუმჯობესებაში და შედეგიანობის ამაღლებაში. ამისათვის ვიყენებთ გუნდური და ჯგუფური ქოუჩინგის მეთოდს, რომელიც ეფუძნება გუნდის დინამიკის და საჭიროებების შესწავლას. 

ბიზნეს ქოუჩინგი1