ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა

ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა

ICF-ის მიერ აკრედიტებული სასერტიფიკატო პროგრამა (ACC)

„ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა“ არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აკრედიტებული სასწავლო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია ადამიანებში მოახდინოს ლიდერობის პარადიგმის ცვლილება. პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას გახდეთ პროფესიონალი ბიზნეს ქოუჩი, რაც გულისხმობს როგორც ქოუჩინგის საბაზისო ცოდნის და კომპეტენციების შესწავლას, ასევე ლიდერობის პარადიგმის გაცნობიერებას და თანამედროვე ბიზნეს მოდელებზე მორგებას.

პროგრამა აკრედიტებულია ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის ICF-ის მიერ, რომელიც აერთიანებს 50000-ზე მეტ ქოუჩს და 146 ქვეყანაში ნერგავს ქოუჩინგის პროფესიულ სტანდარტებს. “ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა“ შედგება ოთხი მოდულისგან, მოიცავს 100 სატრენინგო საათს, ჯგუფურ და ინდივიდუალურ მენტორინგს (ჯამში 10 საათი), პრაქტიკულ მუშაობას სუპერვიზიის თანხლებით, დამოუკიდებელ ინდივიდუალურ მუშაობას, გამოცდას.

ეს პროგრამა შექმნილია თქვენთვის, თუკი გეგმავთ:

შედეგად მიიღებთ:

პროგრამის ოთხი მოდული აერთიანებს ოთხ მიმართულებას: კულტურა, ორგანიზაცია, მართვა, ადამიანი. თითოეულ თემაში მოცემულია როგორც თეორიული მასალა, ასევე პრაქტიკული ინსტრუმენტები, ქოუჩის კომპეტენციები, ბიზნეს ქეისები. მენტორინგის ამოცანაა მონაწილეებში განავითაროს ქოუჩის კომპეტენციები და უნარ-ჩვევები. სუპერვიზიის და პრაქტიკული მუშაობის საშუალებით, მონაწილეები აუმჯობესებენ სრატეგიულ აზროვნებას, გუნდთან მუშაობის უნარებს, ემოციურ ინტელექტს, მართვის კომპეტენციებს და სოციალურ უნარებს.

პროგრამა შექმნილია და აკრედიტებულია International Business Coaching University-ს მიერ, რომელიც არის „ქოუჩინგ ლაბის“ პარტნიორი სასწავლო პროგრამების მიმართულებით.

პროგრამის მიზანია მონაწილეებმა:

ბენეფიტები:

ფორმატი:

მიღების წინაპირობა:

ჯგუფის დაკომპლექტება ხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. ყურადღება მიექცევა მონაწილის მოტივაციას, ცოდნას და გამოცდილებას ბიზნეს სფეროში.

ღირებულება:

ერთი მოდულის ფასია 830 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. ქოუჩინგ ლაბის კორპორაციული კლიენტებისთვის მოქმედებს 5%-იანი ფასდაკლება.

თარიღები:

1 მოდული: 20-22 მარტი, 2025;
2 მოდული: 24-26 აპრილი, 2025;
3 მოდული: 29-31 მაისი, 2025;
4 მოდული: 26-28 ივნისი, 2025;
მოდულებს შორის, ყოველკვირეულად ტარდება პრაქტიკული მუშაობის შეხვედრები, ჯგუფური და ინდივიდუალური მენტორინგის შეხვედრები, ჯგუფური სუპერვიზია.
თიბისი ბიზნესისთვის და თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის მოქმედებს 8%-იანი ფასდაკლება. პროგრამაზე დასარეგისტრირებლად მიმართეთ კონცეპტ ასისტენტს. ასევე, რეგისტრაციის დროს შესაბამის გრაფაში მიუთითეთ კურისისთვის განკუთვნილი პრომო კოდი, რომელსაც გადმოგცემთ კონცეპტ ასისტენტი.

პროგრამის კონტენტი:

  • ლიდერობის ახალი პარადიგმა;
  • ქოუჩინგის ფილოსოფია და პრინციპები;
  • ქოუჩინგის კულტურის საფუძვლები;
  • ქოუჩინგი, როგორ ლიდერობის და მართვის სტილი;
  • 8 კომპეტენციის მიმოხილვა (ICF);
  • ქოუჩ პოზიცია და ურთიერთობის შექმნა;
  • შედეგზე ორიენტირებული აზროვნება;
  • ცნობიერების საფეხურები;
  • ქოუჩ სესიის სტრუქტურა;
  • ბიზნეს ქეისები: ქოუჩინგის კულტურის დანერგვა;
  • ეთიკის კოდექსი;
  • ICF-ის ქოუჩინგის კომპეტენცია 1;
  • ICF-ის ქოუჩინგის კომპეტენცია 3;
  • ICF-ის ქოუჩინგის კომპეტენცია 4;

 

  • პრობლემიდან შესაძლებლობამდე, პოტენციალის აღმოჩენა ორგანიზაციულ კონტექსტში;
  • ორგანიზაციული რესურსები – განვითარების და შედეგის მიღებისთვის ენერგიის წყარო;
  • ემოციური ლიდერობის ფორმები სხვადასხვა ორგანიზაციებში;
  • ორგანიზაციის, როგორც სისტემის, განვითარების საფეხურები;
  • განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციის პრინციპები და საფუძველი;
  • ეფექტიანი კომუნიკაცია, როგორც ურთიერთქმედების და მიზნების მიღწევის საფუძველი;
  • მიზნების და შედეგების მართვა;
  • ლიდერის და მენეჯერის როლების განსხვავება ორგანიზაციაში;
  • თანამშრომლების მოტივირება და ჩართულობა;
  • გუნდური ქოუჩინგის შესავალი;
  • ეფექტიანი შეხვედრების ჩატარება ქოუჩინგის სტილში;
  • ბიზნეს ქეისები: წარმატებული გუნდის შექმნის პრინციპები;
  • ლიდერი, როგორც ქოუჩი;
  • ICF-ის ქოუჩინგის კომპეტენცია 5;
  • ICF-ის ქოუჩინგის კომპეტენცია 6;
  • ICF-ის ქოუჩინგის კომპეტენცია 7;
  • სტრატეგიული მართვა;
  • ქოუჩინგი ხედვის და მისიის შექმნაში;
  • დაბრკოლებები და მიზნების ერთგულება;
  • ცვლილებების მართვა;
  • წინააღმდეგობების მართვა;
  • ქცევის მართვა;
  • ეჯაილ მართვის პრინციპები;
  • ორგანიზაციის გარდაქმნა ბიზნეს-პროცესების სრულყოფით;
  • ცვლილების და წარმატების ფორმულები;
  • კომუნიკაცია, როგორც მართვის მთავარი ინსტრუმენტი;
  • ბიზნეს ქეისი: ქოუჩინგი, როგორც თანამშრომლების პოტენციალის გახსნის ინსტრუმენტი;
  • ლურჯი ოკეანის სტრატეგია;
  • ICF-ის ქოუჩინგის კომპეტენცია 8;
  • ICF-ის ქოუჩინგის კომპეტენცია 2.
  • დასწავლის ეტაპები – გზა მასტერინგისკენ;
  • ნეირობიოლოგიის საფუძვლები პიროვნების განვითარებისთვის;
  • ემოციური ინტელექტი;
  • Conversational IQ – სასაუბრო ინტელექტი;
  • ადამიანური კაპიტალი – პოტენციალის განვითარება;
  • აზროვნების ჩვევები და წარმატების სტრატეგია;
  • ქოუჩინგის პერსპექტივა პიროვნების დიაგნოსტიკაზე;
  • პიროვნული ეფექტურობა ბიზნეს ქოუჩინგში;
  • პროფესიონალიზმის განვითარება – ზრდის პერსპექტივები;
  • ორგანიზაციის შიდა და გარე ქოუჩინგი;
  • პროფესია ბიზნეს ქოუჩი;
  • ბიზნეს ქეისი: ტოპ 5 წარმატებული ბიზნეს ქოუჩი;
  • ქოუჩის 8 კომპეტენციის ინტეგრაცია;
  • ტესტირების შედეგების განხილვა;
  • ქოუჩინგის განვითარება ორგანიზაციაში;
  • კარიერული ქოუჩინგი.

ტრენერები და მენტორები:

პროგრამის წამყვანი ტრენერი და მენტორი: ეკატერინე ბაბუნაშვილი – მმართველი პარტნიორი, ქოუჩინგ ლაბი.

ეკატერინე სერტიფიცირებული ბიზნეს ტრენერი და PCC ქოუჩია 11 წლიანი საერთაშორისო გამოცდილებით. მუშაობს მსხვილ ბიზნეს და სამთავრობო ორგანიზაციებთან ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით. არის სერტიფიცირებული პროფაილერი (Thomas International) და სასწავლო პროგრამების ავტორი ლიდერობის, ემოციური ინტელექტისა და კეთილდღეობის სფეროებში. ჩართულია ორგანიზაციული ტრანსფორმაციისა და შეფასების სისტემების დანერგვის პროექტებში. არის თსუ-ს შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დოქტორანტი. ეკატერინე ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) საქართველოს წარმომადგენლობის თანადამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტია.

პროგრამის პარტნიორი, თანატრენერი და მენტორი: დეა ჩხაიძე.

დეა არის ფსიქოლოგი, PCC ქოუჩი, ადამიანებისა და ორგანიზაციის განვითარების კონსულტანტი. აქვს 20 წლიანი მენეჯერული გამოცდილება ჯანდაცვის, ფინანსურ, საკონსულტაციო და არასამთავრობო სექტორში. ამჟამად არის „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ ადამიანებისა და კულტურის დირექტორი. მისი სპეციალიზაციაა ორგანიზაციის სტრატეგიული მხარდაჭერა, ლიდერების განვითარება, ტალანტების მართვის სისტემა. დეას აქვს აკადემიური სწავლების გამოცდილება საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. ასევე არის რამდენიმე ბიზნეს ტრენინგისა და პიროვნული ზრდის საავტორო კურსის ავტორი. დეა მუშაობს ლიდერშიპ ქოუჩინგის და გუნდური ქოუჩინგის მიმართულებით მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებთან.

პროგრამის თანატრენერი და მენტორი: ირინა ჭოჭუა – დამფუძნებელი პარტნიორი, ქოუჩინგ ლაბი.

ირინა PCC ქოუჩია 11 წლიანი გამოცდილებით. 2011 წლიდან მუშაობს ორგანიზაციების ფართო სპექტრთან, როგორც ბიზნეს ტრენერი. ახორციელებს პროექტებს ორგანიზაციული კულტურის ტრანსფორმაციის, ლიდერობის და ცვლილებების მართვის მიმართულებით მსხვილ და საშუალო ბიზნესთან. არის ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო ლინგვისტურ პროგრამირებაში და საერთაშორისო ასოციაციის (The Society of Neuro-Linguistic Programming™) წევრი. შექმნილი აქვს სამაგისტრო პროგრამები ქოუჩინგის და ნეირო ლინგვისტური პროგრამირების მიმართულებით, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში. არის TED სპიკერი და CSR პროექტების ავტორი. მათ შორის, საგანმანათლებლო CSR პროქტი – „ბიზნეს ქოუჩინგი ქალი მეწარმეებისთვის“.

პროგრამის მენტორი: სტეფან ბანაჩი.

სტეფანი არის ჰამბურგის უნივერსიტეტის სოციოლოგიის მაგისტრი, PCC ქოუჩი, ადამიანური კაპიტალის განვითარების კონსულტანტი, საერთაშორისო ბაზარზე მუშაობის 20 წლიანი გამოცდილებით. ქოუჩინგში სტეფანის მიმართულება არის ლიდერობა და გუნდური ქოუჩინგი. იგი ეხმარება ორგანიზაციებს ცვლილებების მართვაში და ადამიანური კაპიტალის განვითარებაში. მისი პორტფოლიო მოიცავს ისეთ პროექტებს, რომელიც ეხება ინტერ-კულტურულ კომუნიკაციას, გუნდის შექმნას და განვითარებას. სტეფანი არის საკონსულტაციო კომპანიის BCD Consulting in Development Co.Ltd. დამფუძნებელი, რომელიც პროექტებს ახორციელებს აზიის 11 სხვადასხვა ქვეყანაში, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში, USAID-ის რეგიონალურ მისიასთან თანამშრომლობით.