ლიდერობის განვითარება

გამოწვევები

ლიდერობის განვითარება

ჩვენი დანიშნულებაა მხარი დავუჭიროთ დიდი იდეების რეალიზებას.

ორგანიზაციაში ლიდერობის განვითარება გულისხმობს მაღალი პოტენციალის მქონე თანამშრომლების და ტალანტების ზრდისთვის სათანადო გარემოს შექმნას. Როგორც კვლევები აჩვენებს, ასეთი თანამშრომლები მეტად პასუხისმგებლიანები და ჩართულები  არიან პროცესებში, როდესაც ცხადად აცნობიერებენ ლიდერული ზრდის და განვითარების შესაძლებლობებს და ამისათვის შექმნილია მხარდამჭერი გარემო და კულტურა. ლიდერობის განვითარება პერსონალური ტრანსფორმაციაა, რომელსაც ესაჭიროება დრო და სისტემური მიდგომა. 

ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი გამოწვევებია მხარდამჭერი გარემოს შექმნა, ცვლილებებისადმი ღიაობა, განსხვავებულობისა და მრავალფეროვნების მიმღებლობა, უკუკავშირის მიღების და გაცემის კულტურა, ტალანტების აღმოჩენა და მათი ზრდის ხელშეწყობა, ლიდერების საჭიროებების მოსმენა და ინდივიდუალური მხარდაჭერა მათი ტრანსფორმაციის გზაზე, ლიდერობის განვითარებისთვის ხედვის, სტრატეგიის და გაზომვადი კრიტერიუმების შემუშავება. 

ჩვენი გადაწყვეტა

ბიზნეს ქოუჩინგი

ბიზნეს ქოუჩინგი ორგანიზაციული განვითარების და ლიდერობის დანერგვის ეფექტიანი ინსტრუმენტია. ჩვენი მიზანია ორგანიზაციებს გავუწიოთ პარტნიორობა ქოუჩინგის დანერგვის პროცესში.

გუნდურობის კულტურა

გუნდების გაძლიერებისა და მხარდაჭერისთვის ვიყენებთ გუნდური ქოუჩინგის მეთოდს, რაც ზრდის გუნდის ეფექტიანობას, ქმნის განგრძობადი განვითარების და დასწავლის სივრცეს.

შეფასების ინსტრუმენტები

ჩვენ ვმუშაობთ ექსკლუზიურად ბრიტანული ფსიქომეტრიული ინსტიტუტების მიერ შექმნილი ინსტრუმენტებით Thomas International პლატფორმის გამოყენებით.

კეთილდღეობის კულტურა

ქოუჩინგ ლაბის კეთილდღეობის მოდელი ადამიანის ჰოლისტურ აღქმას ეყრდნობა და გაძლევთ შესაძლებლობას იზრუნოთ თანამშრომლებზე ინოვიაციური მიდგომებით.