ტრენინგები და განვითარება
- მთავარი
- ტრენინგები და განვითარება
ორგანიზაციისთვის
ტრენინგები და განვითარება
თანამშრომლების განვითარება
კორპორატიული ტრენინგების საშუალებით, ორგანიზაციები ზრუნავენ თანამშრომლების განვითარებაზე, აყალიბებენ სწავლაზე ორიენტირებულ ორგანიზაციულ კულტურას, ქმნიან გარემოს ტალანტების ზრდისთვის და ხელს უწყობენ თანამშრომელთა ეფექტიანობის ამაღლებას. კორპორატიული ტრენინგების მიზანია არსებული უნარების გაუმჯობესება, ახალი უნარების დასწავლა და განმავითარებელი სამუშაო კულტურის შექმნა.
ჩვენ ვხელმძღვანელობთ გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების პრინციპებით და თანამშრომლების განვითარებისთვის ვქმნით აქტივობებით სავსე, საინტერესო და კომფორტულ გარემოს. ტრენინგების შემუშავების პროცესში, ჩვენ ვეფუძნებით შემდეგ პრინციპებს: რელევანტურია და პასუხობს საჭიროებებს; მიზანზე ორიენტირებულია და მივიღებთ გაზომვად შედეგებს; შემოქმედებითია და ამყარებს ორგანიზაციის ფასეულობებს; ხელს უწყობს ცოდნის ტრანსფერს და ამაღლებს თანამშრომელთა ჩართულობას.
Profesionally Written
ჩვენი მიდგომა
ჩვენი მიდგომაა ზრდა გავხადოთ შედეგიანი. სწორედ ამიტომ, ჩვენი ყველა ტრენინგი შექმნილია კვლევებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიის ბაზაზე. ჩვენ გთავაზობთ როგორც მზა ტრენინგ პროგრამებს, ასევე ვიკვლევთ თქვენს ორგანიზაციულ საჭიროებებს და თქვენთან ერთად ვქმნით პროგრამებს, რომლის მთავარი ფოკუსია ადამიანი და მის განვითარებაზე მორგებული აქტივობები.
ჩვენ მიერ შემოთავაზებული სერვისი მოიაზრებს როგორც საჭიროებების კვლევას, ასევე შედეგების შეფასებას და მიღწევების გაზომვას შეფასების სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით.
თანამშრომლების განვითარებისთვის
შეფასების ინსტრუმენტები
ჩვენი გადაწყვეტა
თანამშრომლების განვითარებისთვის გთავაზობთ ტრენინგებს შემდეგი მიმართულებებით:
- ქოუჩინგი მენეჯერებისთვის;
- ლიდერობის განვითარება;
- ემოციური ინტელექტი;
- კომუნიკაცია და უკუკავშირი;
- გუნდურობა და გუნდის განვითარება;
- NLP ბიზნეს სტრატეგიები;
- NLP გაყიდვები და კომუნიკაცია;
ჩვენი ტრენინგების ძირითადი ინსტრუმენტებია ქოუჩინგის მეთოდოლოგია და ინსტრუმენტები, NLP მიდგომები, სიმულაციები და როლური თამაშები, რაც მონაწილეებს ეხმარება თითოეული კომპონენტის გაცნობიერებაში და უნარების განვითარებაში.
მეტი ინფორმაციის მისაღებად, გაგვიზიარეთ თქვენი საკონტაქტო.
დაგიკავშირდებით და ჩავნიშნოთ შეხვედრა.