მაღალ-ეფექტიანი გუნდი ორგანიზაციული წარმატების საფუძველია. გუნდურობის კულტურა გულისხმობს გუნდს, რომელსაც აქვს საერთო მიზანი, გაზიარებული ხედვა და ღირებულებები, მზაობა ღია კომუნიკაციისთვის, ერთმანეთის როლების გაცნობიერება, განსხვავებულობის მიმღებლობა, ურთიერთქმედების შემუშავებული მოდელები და რიტუალები, ცოდნის და გამოცდილების გაზიარება, მიღწევების აღიარება, მხარდამჭერი გარემო და ამ ყველაფრისთვის მნიშვნელოვანი ფუნდამენტი – ნდობა. ორგანიზაციაში, სადაც არსებობს გუნდურობის კულტურა, სამჯერ იზრდება თანამშრომლების ჩართულობა, ხოლო გუნდის ლიდერები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებაზე.
ICF-ის განმარტებით, გუნდური ქოუჩინგი არის გამოცდილება, რომელსაც პარტნიორულ ფორმატში გუნდი და ქოუჩი ქმნიან ერთობლივად, რაც აძლიერებს გუნდს, ქმნის განგრძობადი განვითარების და დასწავლის სივრცეს; შესაძლებლობებს, რათა გუნდი გახდეს უფრო მოქნილი, ცვლილებებისადმი ადაპტური, შედეგზე ორიენტირებული და ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანებული. გუნდური ქოუჩინგის შედეგიანობა მაღალია, როდესაც გუნდს აქვს გაცნობიერება, რომ საჭიროებს განვითარებას და გამოხატავს მზაობას პარტნიორულ ფორმატში ითანამშრომლოს ქოუჩთან.
ორგანიზაციაში გუნდების გაძლიერებისა და მხარდაჭერისთვის ვიყენებთ გუნდური ქოუჩინგის მეთოდს, რომელიც გუნდების განვითარებისთვის გაცნობიერებას, გაზიარებულ გამოცდილებას და ადამიანებს შორის ურთიერთობების ეფექტიან მოდელებს ეყრდნობა.