კომუნიკაციის კულტურა

ორგანიზაციისთვის

კომუნიკაციის კულტურა

ვაცოცხლებთ ცნობიერებას - ვაღვიძებთ ცნობისმოყვარეობას და გამბედაობას არცოდნის შემეცნებისთვის.

ურთიერთობების შენება

ორგანიზაციული კულტურა იქმნება და ვითარდება დიალოგების საფუძველზე, რომელსაც თანამშრომლები აწარმოებენ ფორმალური თუ არაფორმალური ურთიერთობის დროს. კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება ცვლის და ამდიდრებს ურთიერთობების კულტურას. 

ჩვენი ფოკუსია შევქმნათ ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემო, რომელიც ხელს უწყობს ღიაობის, მიმღებლობის, ნდობის და მოსმენის გაღრმავებას. კომუნიკაციის კულტურა განსაზღვრავს, თუ როგორ ხდება ორგანიზაციაში ინფორმაციის გაზიარება, ადამიანების დიალოგში ჩართულობა, გამოწვევების გადალახვა და ინიციატივების მხარდაჭერა.

კომუნიკაცია

ეფექტიანი კომუნიკაცია

ეფექტიანი კომუნიკაცია ეფუძნება შემდეგ კრიტერიუმებს:

  • შეკითხვების დასმა და გაზიარება;
  • ღია დიალოგი ორმხრივად სასარგებლო შედეგისთვის;
  • სიღრმისეული მოსმენა და გააზრება;
  • განვითარებაზე ორიენტირებული უკუკავშირის მიღება და გაცემა;

ჩვენი მიზანია ორგანიზაციებს გავუწიოთ პარტნიორობა კომუნიკაციის კულტურის შექმნასა და განვითარებაში. ჩვენ ამისთვის ვიყენებთ ქოუჩინგის კულტურას, რომლის ფუნდამენტია მოსმენა, ჩართულობა, ცნობიერების გაფართოება და უსაფრთხო გარემოს შექმნა.

ორგანიზაციისთვის

ტრენინგები და განვითარება

ჩვენ ვხელმძღვანელობთ გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების პრინციპებით და თანამშრომლების განვითარებისთვის ვქმნით აქტივობებით სავსე, საინტერესო და კომფორტულ გარემოს.

SEO-Optimized

ჩვენი გადაწყვეტა

ორგანიზაციაში კომუნიკაციის კულტურის ცვლილებისთვის ვიყენებთ დიაგნოსტირების ინსტრუმენტებს და ჯგუფური ქოუჩინგის ფორმატს. დიაგნოსტირების მიზანია გამოვარკვიოთ თქვენი უნიკალური საჭიროებები, ხოლო ჯგუფური ქოუჩინგის ფორმატს ვიყენებთ გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლებისთვის და ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის.

ჩვენ მიერ შემუშავებული 6 თვიანი პროგრამა მოიცავს პოზიტიური კომუნიკაციის ჩვევების, ურთიერთობების შენების და დიალოგის უნარების, ლიდერული ქცევების და უკუკავშირით მდიდარი კულტურის განვითარებას.

კომუნიკაციის კულტურა