გუნდის დიაგნოსტიკის ინსტრუმენტი

ორგანიზაციისთვის

PERILL

ჩვენ გვჯერა ადმიანების პოტენციალის და ვუქმნით შესაძლებლობებს მიიღონ საუკეთესო გადაწყვეტილებები.

გუნდის დიაგნოსტიკის ინსტრუმენტი

მაღალ-ეფექტიანი გუნდების განვითარებისთვის ჩვენ ვიყენებთ შეფასების ინსტრუმენტს PERILL, რომელიც ეფუძნება გუნდის კვლევის ბიჰევიორალურ მიდგომას. PERILL მოდელი გულისხმობს გუნდთან მუშაობის კომპლექსურ მიდგომას. ამ ინსტრუმენტის მიზანია მოახდინოს გუნდის დიაგნოსტიკა ექვსი საკვანძო მიმართულებით და შესაბამისად, გააუმჯობესოს გუნდის შესრულების ხარისხი ამ მიმართულებებით. PERILL-ის ავტორია Clutterbuck Coaching & Mentoring International (CCMI), რომელიც არის ლიდერი ბრიტანული ორგანიზაცია ქოუჩინგის და მენტორინგის სფეროში. CCMI-ს სასწავლო პროგრამები და სერვისები ფართოდ არის წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ორგანიზაციას გააჩნია 45 წლიანი ისტორია სამეცნიერო კვლევების და ქოუჩინგის კულტურის დანერგვის მიმართულებით. საქართველოში CCMI-ს პარტნიორია ქოუჩინგ ლაბი. 

გუნდური

PERILL იკვლევს გუნდის ქცევის მოდელებს შემდეგი მიმართულებებით:

  • გუნდის დანიშნულება და მოტივაცია – გუნდის ცხადი მიზნები, მკაფიო სურათი და ხედვა; სამოტივაციო სტრატეგიები გუნდში.
  • გარე სისტემები და პროცესები – ურთიერთობები გუნდში და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან; გარე რესურსები და სოციალური პროცესები.
  • ურთიერთობები – ნდობის ფაქტორი; კომუნიკაციის და კოლაბორაციის მოდელები; რეაგირება მრავალფეროვნებაზე და განსხვავებულობაზე.
  • შიდა სისტემები და პროცესები – გუნდში სამუშაო პროცესი; გადაწყვეტილების მიღების სტრატეგიები და კონფლიქტების მართვა.
  • განვითარება – გაუმჯობესების და დასწავლის სტრატეგიები.
  • ლიდერობა – ლიდერობის სტრატეგიები, ლიდერსა და გუნდს შორის ურთიერთობები, გაზიარებული პასუხისმგებლობა.
ორგანიზაციებისთვის

გუნდურობის კულტურა

ვქმნით ცვლილებებს - ვაინსპირირებთ ლიდერებს გახდნენ მათთვის შედეგიანი ცვლილებების მესაჭეები, ვნერგავთ პიროვნული და ორგანიზაციული განვითარების ინოვაციურ მეთოდებს.

გუნდური ქოუჩინგი

ICF-ის განმარტებით, გუნდური ქოუჩინგი არის გამოცდილება, რომელსაც პარტნიორულ ფორმატში გუნდი და ქოუჩი ქმნიან ერთობლივად, რაც აძლიერებს გუნდს, ქმნის განგრძობადი განვითარების და დასწავლის სივრცეს; შესაძლებლობებს, რათა გუნდი გახდეს უფრო მოქნილი, ცვლილებებისადმი ადაპტური, შედეგზე ორიენტირებული და ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანებული. გუნდური ქოუჩინგის შედეგიანობა მაღალია, როდესაც გუნდს აქვს გაცნობიერება, რომ საჭიროებს განვითარებას და გამოხატავს მზაობას პარტნიორულ ფორმატში ითანამშრომლოს ქოუჩთან.
ორგანიზაციაში გუნდების გაძლიერებისა და მხარდაჭერისთვის ვიყენებთ გუნდური ქოუჩინგის მეთოდს, რომელიც გუნდების განვითარებისთვის გაცნობიერებას, გაზიარებულ გამოცდილებას და ადამიანებს შორის ურთიერთობების ეფექტიან მოდელებს ეყრდნობა.

გუნდური ქოუჩინგი1