ძლიერი ქოუჩინგ კულტურის შექმნის 3 ყველაზე ხშირი ბარიერი არის: უმაღლესი რგოლის ლიდერების მხარდაჭერის არქონა (50%), ქოუჩინგის გავლენის გაზომვის არქონა (42%), ქოუჩინგისთვის ბიუჯეტის არქონა (38%) (2020 ICF Global Coaching Study).
კლიენტების 80% ამბობს, რომ გაიუმჯობესა თვით-რწმენა (Institute of Coaching). კლიენტების 70%-მა გაიუმჯობესა პერფორმანსი, ურთიერთობები და კომუნიკაცია (Institute of Coaching). ექვსიდან ერთი ანტერპრენერი მიმართავს ქოუჩინგს პერფორმანსის გასაუმჯობესებლად (Forbes).
18 კვლევის მეტა-ანალიზით დადასტურდა, რომ ორგანიზაციებში ქოუჩინგს დიდი ზეგავლენა აქვს კლიენტების სტრესმედეგობაზე, კეთილდღეობაზე, სამუშაოს მიმართ დამოკიდებულებაზე, შესრულებასა და მიზანმიმართულობაზე (The Journal of Positive Psychology).
ძლიერი ქოუჩინგ კულტურის მქონე ორგანიზაციების 51% ამბობს, რომ კონკურენტებზე მაღალი შემოსავლები აქვთ. მათი თანამშრომლების 62% ზე-ჩართულია ორგანიზაციის კულტურაში (Human Capital Institute).
ქოუჩინგის კლიენტები ამბობენ, რომ გაუუმჯობესდათ ურთიერთობები (73%), კომუნიკაციის უნარები (72%), ინტერპერსონალური უნარები (71%), სამუშაოს შესრულება (70%), ცხოვრების ბალანსი (67%), კეთილდღეობა (63%) (2009 ICF Global Coaching Study).
კლიენტების 61% ამბობს, რომ მათი მართვის უნარები გაუმჯობესდა ქოუჩინგის შედეგად (2009 ICF Global Coaching Study).
ქალი ლიდერების ქეისის მიხედვით, ლიდერების ქოუჩინგი აუმჯობესებს თვითცნობიერებას, თვით-რწმენას, თვით-ლიდერობას, ლიდერულ სტილს და დამოკიდებულებას ძალაუფლებასთან, კონფლიქტთან და პირად ცხოვრებასთან (International Journal of Evidence Based Coaching and Mentoring).
100 აღმასრულებლის კვლევის მიხედვით, აღმასრულებელთა ქოუჩინგის ROI ექვსმაგია (International Coaching Federation). აღმასრულებელთა ქოუჩინგი ეხმარება ქალებს პერფორმანსის, კეთილდღეობის და კმაყოფილების გაუმჯობესებაში (International Journal of Evidence Based Coaching and Mentoring).
კომპანიების 86%, ვინც ინვესტიციაზე ამონაგებს ითვლის, ამბობს, რომ სულ მცირე, ამოიღეს ქოუჩინგის ხარჯი. 19% ამბობს, რომ ქოუჩინგის ამონაგები 50-ჯერადია. ქოუჩინგის ROI-ს მედიანა შვიდმაგია (2009 ICF Global Coaching Study)
ამას ადასტურებს კვლევა, რომელიც ICF-მა ჩაატარა ამერიკის შეერთებულ შტატებში, 500 მსხვილ კომპანიას შორის. იმ ორგანიზაციებში, სადაც ქოუჩინგური კულტურაა დანერგილი, გაცილებით მაღალია თანამშრომლების შესრულების ხარისხი. გამოკითხულთა 61% ამბობს, რომ მათ ქოუჩინგის დახმარებით განავითარეს მართვის უნარები; 70%-მა გააუმჯობესა სამუშაო ეფექტურობა, ურთიერთობები და კომუნიკაცია; 80%-ს მოემატა თავდაჯერებულობა;