ქოუჩინგის კულტურა

გამოწვევები

ქოუჩინგის კულტურა

ჩვენ გვჯერა ადმიანების პოტენციალის და ვუქმნით შესაძლებლობებს მიიღონ საუკეთესო გადაწყვეტილებები.

ქოუჩინგის კულტურა თავის თავში მოიაზრებს ქოუჩინგური აზროვნების სტილს და მიდგომებს ორგანიზაციაში. ეს არის კულტურის ტრანსფორმაცია, რომელიც გულისხმობს ქცევის ცვლილებას, თანამშრომლების ჩართულობას, ლიდერების მიერ ინიცირებულ პროცესებს ცვლილებების მხარდასაჭერად. ტრანსფორმაციის პროცესში მნიშვნელოვანი გამოწვევაა ღია დილოგი, ურთიერთობების შენება, მზაობა და მიმღებლობა უკუკავშირისადმი. კულტურა ასაზრდოებს გარემოს, სადაც ბიზნეს სტრატეგია მოდის აღსრულებაში და მიზნები მიიღწევა. სწორედ ამიტომ, კულტურის ტრანსფორმაცია ორგანიზაციული ზრდის პროცესში მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

ორგანიზაციაში ქოუჩინგის კულტურის დანერგვის მიზანია შექმნას ადამიანზე ფოკუსირებული მართვის სტილი. ამ პარადიგმაში ქოუჩინგს კულტურაში შემოაქვს შემდეგი აქცენტები: ფოკუსი შესაძლებლობებზე – ადამიანების და გუნდების ზრდა და მხარდაჭერა; შეკითხვების დასმა და მოსმენა; განვითარებაზე ორიენტირებული უკუკავშირი და პირდაპირი კომუნიკაცია; აზროვნების თვალსაწიერის გაფართოება; მხარდამჭერი გარემო, შემოქმედებითობა და გაზიარების სივრცე; დიალოგი ორმხრივად სასარგებლო შედეგისთვის. 

ჩვენი გადაწყვეტა

ბიზნეს ქოუჩინგი

ჩვენ ვნერგავთ და ვავითარებთ ქოუჩინგის ოქროს სტანდარტს. ადამიანებს, გუნდებს და ორგანიზაციებს მხარს ვუჭერთ ქოუჩინგის კულტურის დანერგვასა და განვთარებაში.

გუნდურობის კულტურა

გუნდების გაძლიერებისა და მხარდაჭერისთვის ვიყენებთ გუნდური ქოუჩინგის მეთოდს, რაც ზრდის გუნდის ეფექტიანობას, ქმნის განგრძობადი განვითარების და დასწავლის სივრცეს.

კეთილდღეობის კულტურა

ქოუჩინგ ლაბის კეთილდღეობის მოდელი ადამიანის ჰოლისტურ აღქმას ეყრდნობა და გაძლევთ შესაძლებლობას იზრუნოთ თანამშრომლებზე ინოვიაციური მიდგომებით.

კომუნიკაციის კულტურა

ჩვენი ფოკუსია შევქმნათ ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემო, რომელიც ხელს უწყობს ღიაობის, მიმღებლობის, ნდობის და მოსმენის გაღრმავებას.