თამაში შენთვის

მოდი, ვითამაშოთ. თამაშის მიზანია იმ სიმართლის პოვნა, რომელსაც საკუთარ თავს უმალავ. რა საჭიროა? საჭიროა კი არა, აუცილებელიცაა. რეალური ცვლილებები იწყება იქ, სადაც საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობას ვაცნობიერებთ.

ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავთანაც კი არ ვაღიარებთ ჩვენი უმოქმედობის მიზეზებს. და ვირჩევთ გადაბრალების რეჟიმს. ვაბრალებთ გარემოს, ადამიანებს შესაძლებლობების არქონას, არგამართლებას და ა.შ. არადა მარტივია. გაცნობიერება იმისა, რომ ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ჩვენზეა დამოკიდებული, არის პირველი ქმედითი ნაბიჯი ცვლილებებისკენ. შენ ხარ მიზეზი შენივე ბედნიერებისა თუ უბედურებისა. შესაძლებლობებიც და პრობლემებიც, ორივე არსებობს. გააჩნია, შენ რას აირჩევ: იყო მართალი საკუთარ თავთან, გააცნობიერო და განვითარდე თუ გააგრძელო მსხვერპლის როლში ყოფნა?

თამაში ვახსენე და ეს ტექნიკა მართლაც ჰგავს თამაშს. ჩვენ შევიხედავთ შენი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში და ვიპოვით იმ სიმართლეს, რომელსაც საკუთარ თავს უმალავ. შედეგად შენ შეძლებ, თვალი გაუსწორო რეალობას შენ ირგვლივ და დაიწყო მოქმედება, გადადგა პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

ადამიანის ეფექტიანობისთვის აუცილებელია სამი საბაზისო რამ: ენერგია და ჯანმრთელობა, მიზნები და მასზე ფოკუსირება, სტრატეგია და ინსტრუმენტები. ამ ყველაფრის კომბინაცია არის ის სქემა, რომლითაც რეალიზებული ადამიანები ხელმძღვანელობენ. რაკი ენერგია და ჯანმრთელობა არის ფუნდამენტი, დავიწყოთ ამით. გავარკვიოთ, რა არის სიმართლე, რომელსაც საკუთარ თავს უმალავ, თვალი გავუსწოროთ შედეგებს და ვიპოვოთ ის პოზიტიური ცვლილებები, რომელიც გინდა. სიმართლისთვის თვალის გასწორება არცთუ ისე სასიამოვნო პროცესია. თუმცა, ამ თამაშის შედეგებით ნამდვილად ისიამოვნებ.

დავიწყეთ

მოცემულია სამი გრაფა: 1. სიმართლე, რომელსაც საკუთარ თავს ვუმალავ; 2. საფასური, რასაც ამაში ვიხდი; 3. შედეგი, რასაც მივიღებ, როცა შევიცვლები; ამ შემთხვევაში მოტივაციის ერთი საფუძველი არის შიში და პასუხი კითხვაზე: რა მოხდება, თუკი ასე გავაგრძელებ? რას დავკარგავ მომავალში ასეთი ქმედებით? მოტივაციის მეორე საფუძველი კი არის შედეგით მიღებული სიამოვნება: რას ვიგრძნობ, როდესაც შევიცვლები და მიზანს მივაღწევ?

მაგალითი

ჯანმრთელობა 

სიმართლე, რომელსაც საკუთარ თავს ვუმალავ;

არ ვზრუნავ საკუთარ სხეულზე. არ ვვარჯიშობ. არ ვიკვებები ჯანსაღად. ვსვამ. ვეწევი სიგარეტს. ვარღვევ ძილის რეჟიმს.

საფასური, რასაც ამაში ვიხდი;

ჩემმა სხეულმა ლამაზი ფორმები დაკარგა. არ მომწონს ჩემი თავი. ვარ სულ დაღლილი და უძილო. არ მაქვს ენერგია და ხალისი. ასე თუ გავაგრძელე, შესაძლოა, ჯანმრთელობის მდგომარეობა გამიუარესდეს. ცხოვრება საინტერესო აღარ იქნება (დაწერე მომავლის განვითარების ყველაზე ცუდი ვერსია).

შედეგი, რასაც მივიღებ, როცა შევიცვლები;

ვარ ჯანმრთელი და ენერგიული ადამიანი. ინტენსიურად ვვარჯიშობ, ვიცავ ჯანსაღი კვების პრინციპებს და სხეული უფრო ახალგაზრდავდება. ენერგიულად ვცხოვრობ და სიამოვნებას ვიღებ ყოველდღიური პროცესებით (აქ შექმენი ის სურათი, რისკენაც გული მიგიწევს).

ახლა კი დაინახე სიმართლის შენი ვერსია ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში:

ჯანმრთელობა

სიმართლე, რომელსაც საკუთარ თავს ვუმალავ;

საფასური, რასაც ამაში ვიხდი;

შედეგი, რასაც მივიღებ, როცა შევიცვლები;

კარიერა

სიმართლე, რომელსაც საკუთარ თავს ვუმალავ;

საფასური, რასაც ამაში ვიხდი;

შედეგი, რასაც მივიღებ, როცა შევიცვლები;

ოჯახი

სიმართლე, რომელსაც საკუთარ თავს ვუმალავ;

საფასური, რასაც ამაში ვიხდი;

შედეგი, რასაც მივიღებ, როცა შევიცვლები;

ფინანსები

სიმართლე, რომელსაც საკუთარ თავს ვუმალავ;

საფასური, რასაც ამაში ვიხდი;

შედეგი, რასაც მივიღებ, როცა შევიცვლები;

ურთიერთობები

სიმართლე, რომელსაც საკუთარ თავს ვუმალავ;

საფასური, რასაც ამაში ვიხდი;

შედეგი, რასაც მივიღებ, როცა შევიცვლები;

პიროვნული განვითარება

სიმართლე, რომელსაც საკუთარ თავს ვუმალავ;

საფასური, რასაც ამაში ვიხდი;

შედეგი, რასაც მივიღებ, როცა შევიცვლები;

ხასიათი

სიმართლე, რომელსაც საკუთარ თავს ვუმალავ;

საფასური, რასაც ამაში ვიხდი;

შედეგი, რასაც მივიღებ, როცა შევიცვლები;

ინტერესები

სიმართლე, რომელსაც საკუთარ თავს ვუმალავ;

საფასური, რასაც ამაში ვიხდი;

შედეგი, რასაც მივიღებ, როცა შევიცვლები;

დასვენება

სიმართლე, რომელსაც საკუთარ თავს ვუმალავ;

საფასური, რასაც ამაში ვიხდი;

შედეგი, რასაც მივიღებ, როცა შევიცვლები;

აირჩიე ცხოვრების ასპექტი თავად  

სიმართლე, რომელსაც საკუთარ თავს ვუმალავ;

საფასური, რასაც ამაში ვიხდი;

შედეგი, რასაც მივიღებ, როცა შევიცვლები;

და ბოლოს, ტრანსფორმაცია მტკივნეული გზაა, რადგან მოითხოვს იყო მართალი საკუთარ თავთან. ეს კი კულისებიდან მომდინარე ხმის გულისყურით მოსმენას ნიშნავს. ოღონდ, მხოლოდ მას მერე, რაც პასუხისმგებლობას აიღებ საკუთარი თავის წინაშე ყოველივე ზემოთ თქმულთან მიმართებაში.

ირინა ჭოჭუა

ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში. The Society of Neuro-Linguistic Programming™ ასოციაციის წევრი. სერტიფიცირებული ქოუჩი ICF-ის სტანდარტებით. International Coach Federation (ICF) წევრი.
03.21.2020

ბოლო პოსტები

საკვანძო სიტყვები

კატეგორიები

არქივი