ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება: საწყისებთან

ზუსტი პერიფრაზი შეიძლება ვერ გავიხსენო, მაგრამ ჯორჯ ბერნარდ შოუს სიტყვებია: გონიერი ადამიანები ერგებიან გარე სამყაროს. არიან ადამიანები, რომლებიც თავად ირგებენ სამყაროს საკუთარ თავზე. და ასეთი ადამიანების მოქმედებები ქმნიან პროგრესს. თუ სწორად მახსოვს, ბერნარდ შოუმ მათ უგონო ადამიანები უწოდა.  ან გონარეული, ან გადარეული.

დასაწყისისთვის მარტივად დავწერ განმარტებას, თუმცა ამას მერეც ბევრჯერ დავუბრუნდები. ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება – ეს არის სიტყვა, რომელიც შეიცავს სამ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს. კომპონენტების განმარტება შემდეგ, თუმცა მანამდე ვიტყვი, რომ ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება არის პირადი/პერსონალური მასტერინგის მეცნიერება და ხელოვნება. ხელოვნება იმიტომ, რომ ყველას შეაქვს მის გამოყენებაში თავისი უნიკალური ინდივიდუალური სტილი. და ამის გადმოცემა შეუძლებელია სიტყვებით ან ტექნიკებით. მეცნიერება იმიტომ, რომ კონკრეტული ქცევის პატერნების აღმოჩენის მეთოდი და პროცესი არსებობს. პატერნებისა, რომლებსაც იყენებენ წარმატებული და დიდი ადამიანები ასევე დიდი შედეგების მისაღწევად. ამ პროცესს ჰქვია მოდელირება და ამ მეთოდით აღმოჩენილი პატერნები და ტექნიკები სულ უფრო მეტად იმკვიდრებს ადგილს კონსულტირებაში, განათლებაში, ბიზნესში, კომუნიკაციაში, ინდივიდუალურ განვითარებაში და სხვ. აქვე ვიტყვი, რომ არ არსებობს წარმატების ერთგვარი დაშტამპული გაგება. სულაც არ არის სავალდებულო, რომ წარმატება გამდიდრებასთან, პოპულარობასთან ან ბოსობასთან გავაიგივოთ. რამდენი ადამიანი და სააზროვნო სისტემაც არსებობს, იმდენივე გაგებაა ამ აბსტრაქტული სიტყვისა.

ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება – ეს არის მეცნიერება იმაზე, თუ როგორ ვიცით და აღვიქვამთ სამყაროს, როგორ არის მოწყობილი ჩვენი სააზროვნო სისტემა, რა სტრატეგიებით ვხელმძღვანელობთ, როგორ შეგვიძლია მისი (შიდა სამყაროს)  შეცვლით შევცვალოთ ჩვენი ქმედებები, მივიღოთ შედეგები და გარდავქმნათ გარე სამყარო. ვფიქრობ, რომ დასაწყისისთვის ეს განმარტება საკმარისია.

როგორ შეიქმნა?

საკმაოდ ახალგაზრდა მიმართულებაა. ტერმინი NLP პირველად 1976 წლის გაზაფხულზე გაჩნდა. მისი შემქმნელები – რიჩარდ ბენდლერი და ჯონ გრინდერი – მეამბოხე სამოციანელების წარმომადგენლები არიან. ბენდლერთან ვისაც კი ჰქონია შეხება, ყველა ხაზგასმით აღნიშნავს მის თვისებას არ აღიაროს პირობები, ნორმები და პრინციპები, თუკი ეს ეწინააღმდეგება მის მსოფლმხედველობა. ბერნარდ შოუს გადარეული ადამიანების სიაშია.

აქვე ლირიული გადახვევა. მაისში, ლონდონში დავესწარი რიჩარდ ბენდლერი 2 ტრენინგს და პირადად გავიცანი ეს გადარეული ადამიანი. ჩემი მხრივ დავამატებ: ეს არის კაცი, რომელიც არ ცნობს არანაირ ჩარჩოებს, არღვევს ყველა წესს, მთელ სამყაროს ამოგიტირიალებს და სულ სხვანაირად გაჩვენებს. ის არის მსოფლიოში ნომერი პირველი ჰიპნოზისტი. მის აზროვნებას საზღვარი არ აქვს. ექიმების დიაგნოზით ის აქამდე დიდი ხნის გარდაცვლილი ან, საუკეთესო შემთხვევაში, ეტლში უნდა იყოს უმოძრავად. მაგრამ მას ეს სულაც არ ადარდებს. გარდა იმისა, რომ ცოცხალია, ძალიან აქტიური შემოქმედებითი ცხოვრება აქვს და “აბუჩად იგდებს” ყველა ექიმს ერთად აღებულს 🙂 მისთვის არ არსებობს სიტყვები “შენ არ შეგიძლია”. ის არ ცნობს არანაირ დაბრკოლებას. And he is making a lot of FUN

 

რიჩარდ ბენდლერი ახალგაზრდობაში ყველაფერს მარტივად ითვისებდა და ჰქონდა კარგი დაკვირვების უნარი. რაც მთავარია, მას ჰქონდა მნიშვნელოვანი თვისება – ის აკვირდებოდა სხვა ადამიანების ქცევას, შედიოდა მათ კანში და ირგებდა საკუთარ თავზე იმ კონკრეტულ ქმედებას.  უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მისი ეს ინტერესი მეცნიერულ მუშაობაში გადაიზარდა, თუმცა იგი ზუსტი მეცნიერებების და ფილოსოფიის მიმართლებით სწავლობდა. სწავლის პერიოდში ბედნლერი აქტიურდ ეცნობა ფსქიოთერაპიული ტექნიკების სხვადასხვა მიმართულებებს. მათ შორის, გეშტალტ თერაპიას. მას სუპერვიზიას ჯონ გრინდერი უწევდა. აქედან დაიწყო მათი ერთობლივი მუშაობა NLP მეთოდებზე.

ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაზე ყველაზე დიდი გვალენა მოახდინა ერიქსონის ჰიპნოზმა (ამაზე სხვა პოსტში). ჰიპნოზის ამ მიმართულებით, ადამიანი ტრანსულ მდგომარეობაში შედის ლინგვისტური და საკომუნიკაციო ტექნიკების გამოყენებით. მილტონ ერიქსონთან გაცნობამდე, ბენდლერი თანამშრომლობდა ვირჯინია სატირთან – იმ დროს ცნობილი საოჯახო თერაპევტი. ერთი ასეთი საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ბენდლერს ვირჯინიას ლექციის ჩაწერა სთხოვეს. მან ჩაწერის პროცესში ყურსასმენებში ერთ ყურში Pink Floyd-იის მუსიკა გაუშვა, მეორე ყურით კი ლექციას უსმენდა. აღმოჩნდა, რომ იქ დამსწრეებს შორის ერთადერთმა ბენდლერმა აითვისა თემა და აჩვენა ეს ქცევაში. ის მიხვდა, რომ ასე მოწოდებული ინფორმაცია პირდაპირ არაცნობიერში ილექება და მერე მარტივად მიეწოდება ცნობიერს.

ბენდლერი და გრინდერი აქტიურად სწავლობენ ენის სტრუქტურას და შესაბამის ქცევის მოდელებს პერლზის, ერიქსონის და სატირის პრაქტიკაში. სწორედ მაშინ დაიბადა ის საწყისები, რაზეც დღეს დგას NLP. ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების ქვაკუთხედი – ეს არის ადამიანის ცნობიერთან და არაცნობიერთან მუშაობა. ცნობიერის მოსადუნებლად და არაცნობიერის გასათავისუფლებლად NLP ფსიქოანალიტიკურ პრინციპებს მიმართვას. მაგრამ ფსიქოანალიზისგან განსხვავებით, NLP არაცნობიერს არ იყენებს დიაგნოზის დასასმელად. არამედ პრობლემის გადასაწყვეტად. რაც მთვარია, შემდეგში NLP ტექნიკების გამოყენება დაიწყეს ბიზნესში, განათლებაში, კომუნიკაციებში, პოლიტიკაში და ა.შ. მაგრამ ამაზე სხვა პოსტში.