პარტნიორობის ფარგლებში მეგალაბის ლიდერებს, ახალგაზრდა ტალანტებსა და გამოცდილ პროფესიონალებს აქვთ შესაძლებლობა გაიარონ ლიდერშიფ და ბიზნეს ქოუჩინგი. მეგალაბის ლიდერებთან ქოუჩინგ ლაბის სასწავლო პროგრამის “ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა” პირველი ნაკადის კურსდამთავრებულები იმუშავებენ.
ორგანიზაციაში ქოუჩინგის თემისადმი ყურადღების დათმობამ და მხარდამჭერი კულტურის ჩამოყალიბებამ, თანამშრომლებს საშუალება მისცა იმუშაონ სხვადასხვა კომპეტენციაზე, გააუმჯობესონ სტრატეგიული აზროვნება, გუნდთან მუშაობის უნარები, ემოციური ინტელექტი.
მეგალაბის და ქოუჩინგ ლაბის მიზანია შექმნას სივრცე და ადამიანზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურა, სადაც ლიდერები და ტალანტები შეძლებენ განვითარდნენ, სირთულეები გარდაქმნან შესაძლებლობებად და დანერგონ წარმატებული ბიზნეს მოდელები.
პროექტის წარმატებას განსაზღვრავს, თანამშრომლების ინტერესი, ჩართულობა, ახალი კომპეტენციების და უნარების ბიზნეს კონტექსტში გამოყენება.
ვფიქრობთ, განვითარების შესაძლებლობა უსაზღვროა, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ იმ ადამიანების განვითარებას და პოტენციალის რეალიზებას, ვინც ქმნის მეგალაბს.