მასტერკლასი: ლიდერობის ახალი პარადიგმა

პროექტ HR LAB-ის ფარგლებში, სხვადასხვა ორგანიზაციების HR მენეჯერებისთვის ჩატარდება მასტერკლასი – ლიდერობის ახალი პარადიგმა.

მასტერკლასი ეფუძნება ტრენინგ პროგრამას, რომელსაც ქოუჩინგ ლაბი წარმოადგენს International Business Coaching University-თან პარტნიორობის ფარგლებში, თიბისი კონცეპტთან თანამშრომლობით. პროგრამა არის ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის, ICF-ის მიერ აკრედიტებული და ორიენტირებულია ადამიანებში მოახდინოს ლიდერობის პარადიგმის ცვლილება. პროგრამა განკუთვნილია საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის და გაძლევთ შესაძლებლობას გახდეთ პროფესიონალი ბიზნეს ქოუჩი, რაც გულისხმობს როგორც ქოუჩინგის ძირეული კომპეტენციების შესწავლას, ასევე 21-ე საუკუნის ლიდერობის გაცნობიერებას და თანამედროვე ბიზნეს მოდელებზე მორგებას.

მასტერკლასის მონაწილეები იმუშავებენ ოთხი მიმართულებით: კულტურა, ორგანიზაცია, მართვა და ადამიანი. ფასილიტატორები გამოიყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტებს ამ ოთხ მიმართულებაში არსებული რესურსების გაცნობიერებისა და ქმედითი ნაბიჯების შემუშავებისთვის.

თარიღი: 30 აგვისტო, 7 სექტემბერი.

ფორმატი: ჯგუფური ქოუჩინგი, დისკუსია.

დრო: 18:30-20:30.

ლოკაცია: თიბისი კონცეპტის სივრცე, კოტე მარჯანიშვილის 7.

პროექტი HR LAB არის ნეთვორქინგ შეხვედრების სივრცე, სადაც HR მენეჯერები, კონსულტანტები, ქოუჩები, ფასილიტატორები და ტრენერები აზიარებენ ცოდნას, გამოცდილებას, ახალ მიდგომებს და წარმატების ქეისებს. HR LAB-ის ორგანიზატორია ქოუჩინგ ლაბი.