კომპანიაში საინტერესო სიახლე გვაქვს. ეკატერინე ბაბუნაშვილი ქოუჩინგ ლაბის თანამფლობელი და მმართველი პარტნიორი გახდა.
ეკატერინე არის PCC ქოუჩი 10 წლიანი საერთაშორისო გამოცდილებით, ICF საქართველოს წარმომადგენლობის თანადამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი. ქოუჩინგ ლაბში მისი ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება სწორედ საერთაშორისო პარტნიორობა და მსოფლიოში აღიარებული სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვაა. მასშტაბური ხედვის შექმნა, ამ ხედვისაკენ მიმავალ გზაზე ორგანიზაციებისა და ადამიანების პოტენციალის აღმოჩენა, გაზომვადი მზარდი შედეგების მიღება ეკას ქოუჩინგის მთავარი ფორმულაა.
„ქოუჩინგ ლაბში ჩემი როლიც სწორედ ხედვის მასშტაბირებასა და გუნდურ სინერგიაზე დგას. აქ 2+2 ოთხზე მეტია. სწორედ ეს გვაძლევს შესაძლებლობას ვიყოთ ცვლილებების ელჩები ბიზნესისთვის, გარდაქმნან მენეჯერები ლიდერებად და სტარტაპები მომავლის მდგრად ორგანიზაციებად“, – ეკატერინე ბაბუნაშვილი.