ბევრჯერ გვიფიქრია, რომ შემეძლოს გვერდიდან შევხედო საკუთარ ცხოვრებას, ან ჩემი ხედვები გავაფართოვო. სინამდვილეში შეგვიძლია და ამისთვის ქოუჩინგში ძალიან მარტივი და სახალისო სავარჯიშო არსებობს. ერთადერთი, რაც მოგვეთხოვება, ჩვენი შინაგანი კრეატიულობის გაზრდაა. ყველას გაქვთ ალბათ ადგილი, სადაც უფრო შემოქმედებითები ვართ, ვიდრე ჩვეულებრივ. ეს შეიძლება იყოს სკამი სადმე სკვერში, ადგილი კაფეში ან დივანი ოთახში. ზოგი ადამიანი სამუშაო ადგილზე იქმნის მისთვის სასურველ და კომფორტულ გარემოს შემოქმედებითობის ჩასართველად, ნივთების, მუსიკით თუ უბრალო სტიკერების გამოყენებით. თუკი ასეთი ადგილი არ გაქვთ, აუცილებლად შექმენით ის. ინგლისელ მწერალ, ოლდოს ჰაქსლის კაბინეტში კრეატიულობის სკამი ჰქონდა. დაჯდებოდა მასზე და მისი შინაგანი კრეატიულობის ჩამრთველი იწყებდა მოქმედებას.

რაში მდგმარეობს სავარჯიშო?

პირველ რიგში, მოთავსდით კომფორტულად და წარმოიდგინეთ ასეთი ადგილი, თუ არ გაქვთ, შექმენით იგი თვქენს გონებაში. წარმოიდგინეთ ყველა დეტალით. თქვენ 5 წუთის განმავლობაში უნდა იყოთ იქ, ამიტომ დააყენეთ ტაიმერი 5 წუთზე, რომ დროის გასვლის შემდეგ მოგცეთ სიგნალი.

ნაბიჯი მეორე: წარმოსახვით, ამ გარემოში მოძებნეთ ადგილი, სადაც შეძლებდით მოთავსებას და დაკვირვებას.

ნაბიჯი სამი: წარმოდგინეთ, რომ ზიხართ და აკვირდებით საკუთარ თავს. იმ განსხვავებით, რომ თქვენ, რომელიც აკვირდებით, ხართ უბრალოდ დამკვირვებელი და მეტი არაფერი. და უყურებთ მის მთელ ცხოვრებას. ამ დრო თქვენ გრძნობთ როგორ უყურებთ და უსმენთ საკუთარ ცხოვრებას გვერდიდან, როგორც დამკვირვებელი.

ნაბიჯი ოთხი: დაიწყეთ ცნობიერი გააზრება საკუთარი ემოციებისა. რა შეიცვალა როცა საკუთარ თავს გარედან უყურებთ? კითხეთ საკუთარ თავს, ღირებული რა მოგცათ ამ ფაქტმა? ახალი რა გაიგეთ?

ნაბიჯი ხუთი: როდესაც მზად იქნებით, გახდით ისევ საკუთარი თავი, დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში და გაახილეთ თვალი.

და აუცილებლად დააფიქსირეთ ის ინფორმაცია, თუ რა იყო ყველაზე ღირებული ამ სავარჯიშოში.

ირინა ჭოჭუა

ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში. The Society of Neuro-Linguistic Programming™ ასოციაციის წევრი. სერტიფიცირებული ქოუჩი ICF-ის სტანდარტებით. International Coach Federation (ICF) წევრი.
03.09.2019

ლაბის ფოტო ამბები

ბოლო პოსტები

საკვანძო სიტყვები

კატეგორიები

არქივი