ეს კონკრეტული ტექნიკა შეიმუშავა ლესლი კამერონ ბენდლერმა და ქოუჩინგში ფართოდ გამოიყენება. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც გვინდა ავიმაღლოთ მოტივაცია და დავნერგოთ ცვლილებები.
მაშ ასე, წარმოიდგინეთ, სად იქნებით ხუთი წლის შემდეგ, როგორი იქნება თქვენი ცხოვრება? შექმენით საკუთარი თავის ვიზუალური გამოსახულება და შეხედეთ საკუთარ თავს გვერდიდან. თითქოს იყურებით მომავლის სარკეში.
როდესაც მკვეთრად დაინახავთ საკუთარ თავს, შედით ამ გამოსახულებაში, ასოცირდით და გამოიკვლიეთ, რას ხედავთ იმ კონკრეტულ მომენტში, რა გესმით და რას გრძნობთ, როდესაც გასულია ხუთი წელი. გაარკვიეთ ყველა დეტალი? ახლა დაბრუნდით უკან, აწმყოში. დისოცირდით ამ გამოსახულებიდან. შეხედეთ საკუთარ თავს მომავალში და დაუსვით კითხვა თქვენს წინ მდგარ საკუთარ მეს, რა უნდა მას თქვენგან აწმყოში, ამ დროში? მოუსმინეთ პასუხს.
როცა პასუხს მოისმენთ, დაფიქრდით, თქვენს ცხოვრებაში რა მიმართულების გაუმჯობესება გინდათ? ეს შეიძლება იყოს ფინანსები, კარიერა, პირადი ცხოვრება, ჯანმრთელობა, ჰობი და სხვა. შეაფასეთ თქვენი მდგომარეობა ამ კონკრეტულ სფეროში.
ახლა გაიხსენეთ როგორი იყო თქვენი მდგომარეობა ამ კონკრეტულ სფეროში 5 წლის წინ. შეაფასეთ ამ ხუთი წლის მანძილზე რა გააკეთეთ და რა შეიცვალა როგორც დადებითისკენ, ისე უარყოფითისკენ.
ახლა კი საკვანძო მომენტი: შექმენით საკუთარი სახე 5 წლის შემდეგი, შექმენით ორი ვარიანტი:
ერთი: როგორიც გინდათ რომ იყოთ, თქვენი მიღწევებით და წარმატებებით.
მეორე: როგორიც არ გინდათ რომ იყოთ და როგორც არ გსურთ თქვენი ცხოვრების განვითარება.
განაცალკევეთ ეს ორი გამოსახულება ერთმანეთისგან. დაინახეთ სხვადასხვა მხარეს.
პირველ რიგში, შეხედეთ სასურველ მომავალს და დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: რა შემიძლია გავაკეთო ამის მისაღწევად? დააკონკრეტეთ როგორც მინიმუმ სამი ქმედება, რაც მიგიყვანთ ამ სასურველ სურათამდე.
ახლა შეხედეთ არასასურველ მომავალს და დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: რა შემიძლია გავაკეთო იმისათვის, რომ ეს ძველი ქცევები დავტოვო წარსულში? დააკონკრეტეთ ასევე სამი მიმართულება, რომელიც დაგეხმარებათ ძველი ქცევები და სისტემები დატოვოთ წარსულში და დანერგოთ ცვლილებები.
ისევ შეხედეთ სასურველ მომავალს და დაინახეთ ის იმდენჯერ, რამდენჯერაც გადადგამთ ნაბიჯებს ამ მომავლისკენ. და რაც მთავარია, იგრძენით ყველა შედეგი, რაც თქვენს რეალობას ქმნის.