2023 წელს, ქოუჩინგ ლაბისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება გუნდური ლიდერობაა.
ჩვენი მიზანია ამ მიმართულებით საქართველოში გავაჩინოთ სწავლის და განვითარების შესაძლებლობები. გასულ წელს, ქოუჩინგ ლაბი დაპარტნიორდა ქოუჩინგის და მენტორინგის სფეროში წამყვან ბრიტანულ ორგანიზაციასთან Clutterbuck Coaching & Mentoring International (CCMI). პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ გთავაზობთ გუნდური ქოუჩინგის სასწავლო პროგრამას, რომელიც აკრედიტებულია ქოუჩინგის სფეროში ორი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის, EMCC-სა და ICF-ის მიერ.
5 აპრილს, ქოუჩინგ ლაბი გიწვევთ ღონისძიებაზე – „გუნდური ლიდერობა – სინერგიული თამაში“. ერთად შევქმნათ დიალოგის და გაზიარების სივრცე, სადაც ვისაუბრებთ გუნდური ლიდერობის, გუნდის შენების, სინერგიულობის და მთავარი გამოწვევების შესახებ.
ღონისძიების პირველ ნაწილში მოწვეული სპიკერები გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და მიდგომებს გუნდურობის შესახებ. ასევე, მოგიყვებით CCMI-სთან პარტნიორობის საინტერესო ამბავს.
მეორე ნაწილში კი პანელ-დისკუსიის ფორმატში ვიმსჯელებთ გუნდური ლიდერობის მთავარ გამოწვევებსა და გადაწყვეტის გზებზე.
შეხვედრის დრო: 2023 წ. 5 აპრილი, 16:30 სთ;
შეხვედრის ადგილი: მარჯანიშვილის 7, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, IV სართ.
განრიგი:
16:30 – 17:00 – ნეთვორქინგი
17:00 – 18:30 – ჩვენი სპიკერები გუნდის, ლიდერობის და სინერგიის შესახებ მოგვიყვებიან.
- ალექს ჩიქოვანი, სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE-ის დამფუძნებელი, ბრენდის სტრატეგი – ერთობა “რა უნდა აგონდებოდეს ქართველს”;
- ეკატერინე ბაბუნაშვილი, ქოუჩინგ ლაბის მმართველი პარტნიორი – “სინერგიის დასაწყისი”;
- პროფესორი დევიდ კლატერბაკი – CCMI დამფუძნებელი და ლიდერი, EMCC თანადამფუძნებელი (ონლაინ ჩართვა);
- ირინა ჭოჭუა, ქოუჩინგ ლაბის დამფუძნებელი პარტნიორი – “სინერგიის ფორმულა”;
- ნიკა გამყრელიძე, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ყოფილი გენერალური დირექტორი – “დიდი გუნდის გამოწვევები”.
18:50 – 19:40 – პანელური დისკუსია;
დისკუსიის წამყვანი:
დეა ჩხაიძე – პროგრამის პარტნიორი, ორგანიზაციული კონსულტანტი, ბიზნეს და ლიდერობის ქოუჩი.
სპიკერები:
- მაკუნა თავბერიძე – თიბისის მარკეტინგის, დიზაინ ფიქრისა და მომხმარებელთა გამოცდილების ხელმძღვანელი;
- მაია ხეცურიანი – სერვიე საქართველოს დირექტორი;
- რუსლან ხოროშვილი – EY საქართველოს მმართველი პარტნიორი;
- გიორგი მინდიაშვილი – ევექსი ჰოსპიტლები, CEO;
- ილია რევია – კრისტალი, CEO; PMI საქართველოს წარმომადგენლობის პრეზიდენტი.
ღონისძიების პარტნიორია: თიბისი ბიზნესისთვის, თიბისი კონცეპტი.
მხარდამჭერები: ICF საქართველო, PMI, HR Home.
CCMI-ს შესახებ
Clutterbuck Coaching & Mentoring International (CCMI) არის ქოუჩინგის და მენტორინგის სფეროში წამყვანი ბრიტანული ორგანიზაცია. მისი დამფუძნებელია პროფესორი დევიდ კლატერბაკი, რომელიც არის გუნდური ქოუჩინგის ერთ-ერთი ფუძემდებელი და EMCC-ს თანადამფუძნებელი. მისი ავტორობით გამოცემულია 75 წიგნი ქოუჩინგის, მენტორინგის, ლიდერობის და მართვის შესახებ.
CCMI-ს სასწავლო პროგრამები და სერვისები ფართოდ არის წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. საპარტნიორო ქსელი აერთიანებს 50-ზე მეტ წარმომადგენლობას ევროპაში, აზიასა და ამერიკაში. ორგანიზაციას გააჩნია 45 წლიანი ისტორია სამეცნიერო კვლევების და ქოუჩინგის კულტურის დანერგვის მიმართულებით სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში, ლოკალურ და მულტინაციონალურ კომპანიებში.
ქოუჩინგ ლაბი საქართველოში 2017 წლიდან ნერგავს ქოუჩინგის ოქროს სტანდარტს, მხარს უჭერს ორგანიზაციებს ცვლილებების პროცესში, ამკვიდრებს ლიდერობის განვითარების ინოვაციურ მეთოდებს, ადამიანებს სთავაზობს პროფესიული განათლების საერთაშორისო პროგრამებს.