ქოუჩინგ ლაბის და International Business Coaching University-ს პარტნიორობის ფარგლებში, ვიწყებთ ICF-ის მიერ აკრედიტებულ პროგრამას – ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა.
ეს არის მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად აკრედიტებული სასწავლო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია ადამიანებში მოახდინოს ლიდერობის პარადიგმის ცვლილება. პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას გახდეთ პროფესიონალი ბიზნეს ქოუჩი, რაც გულისხმობს როგორც ქოუჩინგის საბაზისო ცოდნის და კომპეტენციების შესწავლას, ასევე 21-ე საუკუნის ლიდერობის გაცნობიერებას და თანამედროვე ბიზნეს მოდელებზე მორგებას.
პროგრამა შექმნილია და აკრედიტებულია International Business Coaching University-ს მიერ, რომელიც არის ქოუჩინგ ლაბის პარტნიორი სასწავლო პროგრამების მიმართულებით. „ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა“ შედგება ოთხი მოდულისგან, მოიცავს 84 სატრენინგო საათს, ჯგუფური და ინდივიდუალური მენტორინგის 10 საათს, პრაქტიკულ მუშაობას სუპერვიზიის თანხლებით, ინდივიდუალურ მუშაობას და გამოცდას.
რეგისტრაციის ვადაა 7 ოქტომბერი. სტარტი – 27 ოქტომბერი. დეტალური ინფორმაცია: https://coachinglab.ge/icf-certification/
თიბისი ბიზნესისთვის და თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის მოქმედებს 8%-იანი ფასდაკლება. ქოუჩინგ ლაბის კორპორაციული კლიენტებისთვის მოქმედებს 5%-იანი ფასდაკლება.