გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტი

გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი

ლიდერებისა და მენეჯერებისთვის გუნდის მართვის და განვითარების კომპეტენციები და ინსტრუმენტები

გუნდური ქოუჩინგის სრული სასწავლო კურსი შედგება სამი მოდულისგან. პირველი მოდული, „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტი“ ეფუძნება გუნდის განვითარების დინამიკის და გუნდურობის შესახებ ცოდნას, საუკეთესო პრაქტიკას და მიდგომებს. კურსის მიზანია მონაწილეები დაეუფლონ გუნდური ქოუჩის კომპეტენციებს, გააცნობიერონ გუნდებთან მუშაობის პროცესი, მიიღონ ცოდნა გუნდური ქოუჩინგის ფორმატის შესახებ და გამოიყენონ ეს ცოდნა და ინსტრუმენტები პრაქტიკაში. ტრენინგი მიმდინარეობს ინტენსიურ ფორმატში და ეფუძნება პრაქტიკულ მუშაობას. კურსი აკრედიტებულია EMCC-სა და ICF-ის მიერ.

ტრენინგი მოიცავს 37 საათს, საიდანაც 13 საათი განკუთვნილია დამოუკიდებელი პრაქტიკისა და თვითრეფლექსიისთვის. ხოლო 24 საათი (3 დღე ინტენსიურ ფორმატში) არის საკონტაქტო საათი, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მუშაობას, რეფლექსიას და უკუკავშირს ტრენერის და პრაქტიკოსი ქოუჩების ჩართულობით.

ეს პროგრამა შექმნილია თქვენთვის, თუკი გეგმავთ:

შედეგად მიიღებთ:

პროგრამის ავტორის შესახებ

Clutterbuck Coaching & Mentoring International (CCMI) არის ქოუჩინგის და მენტორინგის სფეროში წამყვანი ბრიტანული ორგანიზაცია. მისი დამფუძნებელია პროფესორი დევიდ კლატერბაკი, რომელიც არის გუნდური ქოუჩინგის ერთ-ერთი ფუძემდებელი და EMCC-ს თანადამფუძნებელი. მისი ავტორობით გამოცემულია 75 წიგნი ქოუჩინგის, მენტორინგის, ლიდერობის და მართვის შესახებ.

CCMI-ს სასწავლო პროგრამები და სერვისები ფართოდ არის წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. საპარტნიორო ქსელი აერთიანებს 50-ზე მეტ წარმომადგენლობას ევროპაში, აზიასა და ამერიკაში. ორგანიზაციას გააჩნია 45 წლიანი ისტორია სამეცნიერო კვლევების და ქოუჩინგის კულტურის დანერგვის მიმართულებით სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში, ლოკალურ და მულტინაციონალურ კომპანიებში. 

საქართველოში CCMI-ს პარტნიორია ქოუჩინგ ლაბი. პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ გთავაზობთ გუნდური ქოუჩინგის სერვისებს და სასწავლო პროგრამას, რომელიც აკრედიტებულია ქოუჩინგის სფეროში ორი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის, EMCC-სა და ICF-ის მიერ.

ტრენინგის თარიღები და ბენეფიტები:

12-14 დეკემბერი, 2024

“გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტი” არის გუნდური ქოუჩინგის სამ მოდულიანი პროგრამის პირველი მოდეული. ეს მოდული განკუთვნილია ბიზნეს ლიდერებისთვის, გუნდის ლიდერებისთვის, მიმართულების ხელმძღვანელებისთვის, ფასილიტატორებისთვის, ტრენერებისთვის, ქოუჩებისთვის, HR ლიდერებისთვის და პროფესიონალებისთვის, ვისი მიზანია გუნდებთან მუშაობა, გუნდების მხარდაჭერა და ამ გზით ბიზნესის ზრდა და განვითარება. ქოუჩის კომპეტენციების ცოდნა ამ მოდულზე არ მოითხოვება. 

მოდულის გავლის შემდეგ მონაწილეები მიიღებენ:
  • CCMI-ს მიერ აკრედიტებულ სერტიფიკატს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ICF-ის განგრძობადი სწავლებისთვის – 20.25 CCE (10.5 Core Competency (CC) and 9.75 Resource Development (RD) units);
  • სერტიფიკატი ასევე აკმაყოფილებს EMCC Global ITCA-ს სტრანდარტს (37 hours of CPD);
  • CCMI-ს 12 თვიანი უფასო წევრობა;
  • 12 თვიანი უფასო წვდომა გუნდის დიაგნოსტიკის პლატფორმაზე PERILL, რომლის წლიური ღირებულებაა £750.

კურსის ღირებულება:

კურსის ფასია 950 ევროს ეკვივალენტი ლარში. მოქმედებს ფასდაკლებები ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების წევრებისთვის:​
PMI საქართველოს წარმომადგენლობის წევრებისთვის მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. ფასდაკლების მისაღებად, რეგისტრაციის შემდეგ უნდა წარმოადგინოთ წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ICF საქართველოს წევრებისთვის მოქმედებს 12%-იანი ფასდაკლება. ფასდაკლების მისაღებად, რეგისტრაციის შემდეგ უნდა წარმოადგინოთ წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
თიბისი ბიზნესისთვის და თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის მოქმედებს 12%-იანი ფასდაკლება. პროგრამაზე დასარეგისტრირებლად მიმართეთ კონცეპტ ასისტენტს. ასევე, რეგისტრაციის დროს შესაბამის გრაფაში მიუთითეთ კურისისთვის განკუთვნილი პრომო კოდი, რომელსაც გადმოგცემთ კონცეპტ ასისტენტი.

ტრენინგის კონტენტი:

  • რა არის გუნდი და როგორია გუნდის განვითარების დინამიკა;
  • რა ეხმარება და რა უშლის ხელს გუნდებს ეფექტიანობაში;
  • გუნდური/ჯგუფური დასწავლის მოდელები;
  • გუნდის და ლიდერის ურთიერთქმედება;
  • როგორია მაღალეფექტიანი გუნდი;
  • რა ეხმარება და რა უშლის ხელს გუნდებს ეფექტიანობაში;
  • როგორ არის გუნდი ორგანიზებული;
  • დასწავლაზე ორიენტირებული გუნდები;
  • PERILL – გუნდის ფუნქციის და დისფუნქციის მოდელი;
  • PERILL – დიაგნოსტიკა;
  • ლიდერის როლი გუნდური ქოუჩინგის კულტურის შექმნის პროცესში;
  • ქოუჩინგის კულტურის 4 დონე;
  • სისტემური ტალანტების მართვა;
  • ქოუჩინგის დიალოგის 7 მოდელი;
  • გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეები;
  • მუშაობა უკუკავშირთან;
  • განმავითარებელი დიალოგის შესაძლებლობები;
  • მოსმენის 5 დონე;
  • ძლიერი მამოტივირებელი კითხვების შექმნა;
  • გუნდში ფსიქოლოგიური უსაფრთხოება;
  • გუნდში ნდობის შექმნა;
  • გუნდის განვითარების გეგმის შექმნა;
  • ეფექტიანი გუნდის ლიდერი;
  • ლიდერობის ფუნქცია – გუნდის დინამიკის ცვლილებები;
  • გუნდი, როგორც სისტემა;
  • სისტემური გუნდური ქოუჩინგი;
  • ლიდერების ქოუჩინგი;
  • ქეისი: როლური თამაში;
  • ქოუჩის ან გუნდის ლიდერის პერსონალური განვითარების გეგმა;
  • აკრედიტაციის გზა და სუპერვიზიის მნიშვნელობა;

ტრენერი:

ირინა ჭოჭუა – დამფუძნებელი პარტნიორი, ქოუჩინგ ლაბი.

ირინა PCC ქოუჩია 11 წლიანი გამოცდილებით. 2011 წლიდან მუშაობს ორგანიზაციების ფართო სპექტრთან, როგორც ბიზნეს ტრენერი. ახორციელებს პროექტებს ორგანიზაციული კულტურის ტრანსფორმაციის, ლიდერობის და ცვლილებების მართვის მიმართულებით მსხვილ და საშუალო ბიზნესთან. არის ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო ლინგვისტურ პროგრამირებაში და საერთაშორისო ასოციაციის (The Society of Neuro-Linguistic Programming™) წევრი. შექმნილი აქვს სამაგისტრო პროგრამები ქოუჩინგის და ნეირო ლინგვისტური პროგრამირების მიმართულებით, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში. არის TED სპიკერი და CSR პროექტების ავტორი. მათ შორის, საგანმანათლებლო CSR პროქტი – „ბიზნეს ქოუჩინგი ქალი მეწარმეებისთვის“.