ღია დასწრებით

ვორქშოპების სერია

ჩვენ გვჯერა ადმიანების პოტენციალის და ვუქმნით შესაძლებლობებს მიიღონ საუკეთესო გადაწყვეტილებები

ვორქშოპების სერია

ვორქშოპების სერია მოიცავს ერთმანეთისგან დამოუკიდებელ თემატურ სესიებს ემოციური ჰიგიენის და გუნდის გაძლიერების შესახებ.
შეგიძლიათ დაესწროთ ერთ ან რამდენიმე ვორქშოპს.

ემოციური ჰიგიენა

7, 23 აპრილი, 13 მაისი - 2025

ბიზნესის სექტორისთვის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვა. ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ადამიანებში მოჭარბებული სტრესის პირობებში, თანამშრომლები საუბრობენ დაქვეითებული კონცენტრაციასა და დარღვეულ ემოციურ ბალანსზე, რაც პირდაპირ აისახება მათ კეთილდღეობასა და პროდუქტიულობაზე.

სწორედ ამ გამოწვევების გადალახვის მიზნით გთავაზობთ, ემოციური ჰიგიენისა და მედეგობის ჯგუფურ სესიებს, სადაც შევქმნით მხარდამჭერ გარემოს ემოციების თვითგამოხატვისა და მედეგობის კულტივირებისთვის. ვორქშოპების მიზანია მონაწილეები გათავისუფლდნენ მოჭარბებული სტრესისგან, დაიცვან ემოციური ჰიგიენა, მოიპოვონ სიმშვიდე, გაიუმჯობესონ კონცენტრაცია და ფოკუსი, გამოიმუშავონ ემოციური მედეგობა, შეძლონ თავისი თავისა და პროდუქტიულობის მართვა. ემოციური ჰიგიენისა და მედეგობის სესიები არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა ადამიანებისთვის ჩაუღრმავდნენ თავის თავს, იპოვონ მათი კეთილდღეობის საყრდენები კრიზისის დროს და გამოიმუშავონ ემოციური მდგრადობისა და პროდუქტიულობისთვის საჭირო უნარები.

ჩვენი მეთოდოლოგია

ვორქშოპის მეთოდოლოგია მოიცავს ინტერაქტიულ მინი-ლექციას, როლურ თამაშებს, ჩაღრმავებულ რეფლექსიას და ქოუჩინგის მეთოდებს. ჩვენ ვხელმძღვანელობთ გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლებით, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, გადაიტანოთ ვორქშოპზე მიღებული ინსტრუმენტები პრაქტიკაში.

გუნდის გაძლიერება

18, 25 ივნისი, 2 ივლისი - 2025

ჩვენ ისტორიის იმ მონაკვეთში ვართ, როდესაც ბევრი რამ ფუნდამენტურად იცვლება. ამ ცვლილებას განიცდის ლიდერობის პარადიგმაც და ბოლო ათეული წლებია, განსაკუთრებით მკაფიოდ გვესმის ფრაზა, რომ სამყაროს სჭირდება რაც შეიძლება მეტი ლიდერული გუნდი. თუკი შევხედავთ ტრანსფორმაციის თვალსაზრისით, გუნდს გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე ერთ ადამიანს, მოახდინოს ცვლილებები. დღევანდელ ბიზნეს სამყაროში, ორგანიზაციების განვითარების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა შექმნან გუნდური ლიდერობის კულტურა და ისეთი ლიდერული გუნდები, რომლებიც ამ გამოწვევებს აზროვნების ახლებურ სტილს დაუპირისპირებენ. 

ვორქშოპებზე ჩვენ ერთად ჩავღრმავდებით გუნდის განვითარების დინამიკაში, ვიგრძნოთ გუნდების მაჯისცემას, ტკივილს და სიხარულს მეტად განსხვავებული ხედვით, ვისწავლით როგორ შევქმნათ ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემო გუნდისთვის და ადამიანებისთვის, გავიმახვილებთ თვალს, ყურს და შეგრძნებებს გუნდში არსებული დისფუნქციების ამოცნობისთვის.

ფასილიტატორები

ირინა ჭოჭუა

ირინა PCC ქოუჩია 10 წლიანი გამოცდილებით. 2011 წლიდან მუშაობს ორგანიზაციების ფართო სპექტრთან, როგორც ბიზნეს ტრენერი. ახორციელებს პროექტებს ორგანიზაციული კულტურის ტრანსფორმაციის, ლიდერობის და ცვლილებების მართვის მიმართულებით მსხვილ და საშუალო ბიზნესთან.
მეტი

ეკატერინე ბაბუნაშვილი

ეკატერინე სერტიფიცირებული ბიზნეს ტრენერი და PCC ქოუჩია 10 წლიანი საერთაშორისო გამოცდილებით. მუშაობს მსხვილ ბიზნეს და სამთავრობო ორგანიზაციებთან ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით.
მეტი

დრო და ღირებულება:

ერთად ვიქნებით მითითებულ თარიღებში 17:00 სთ-დან 20:30 სთ-მდე, გვექნება ყავა/ჩაის შესვენება და სასიამოვნო გარემო.
ერთ ვორქშოპზე დასწრების ღირებულებაა 290 ლარი.
სამივე ვორქშოპზე დასწრების შემთხვევაში მიიღებთ 10%-იან ფასდაკლებას.
სამივე ვორქშოპზე დასწრების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.

ტექნიკური ინფო:

ვორქშოპზე რეგისტრაციის შემდეგ დაგიკავშირდებათ პროგრამების კოორდინატორი და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას.
კითხვებისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ info@coachinglab.ge ან დაგვირეკოთ 577416041.
შევხვდებით “ჰოუმში”. მის.: მიხეილ წინამძღვრიშვილის 87. 

სარეგისტრაციო ფორმა