გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტი

გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი

ICF და EMCC მიერ აკრედიტებული სასერტიფიკატო პროგრამა (CCE) ლიდერებისთვის და მენეჯერებისთვის

გუნდური ქოუჩინგის სრული სასწავლო კურსი შედგება სამი მოდულისგან. პირველი მოდული, „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტი“ ეფუძნება გუნდის განვითარების დინამიკის და გუნდურობის შესახებ ცოდნას, საუკეთესო პრაქტიკას და მიდგომებს. კურსის მიზანია მონაწილეები დაეუფლონ გუნდური ქოუჩის კომპეტენციებს, გააცნობიერონ გუნდებთან მუშაობის პროცესი, მიიღონ ცოდნა გუნდური ქოუჩინგის ფორმატის შესახებ და გამოიყენონ ეს ცოდნა და ინსტრუმენტები პრაქტიკაში. ტრენინგი მიმდინარეობს ინტენსიურ ფორმატში და ეფუძნება პრაქტიკულ მუშაობას. კურსი აკრედიტებულია EMCC-სა და ICF-ის მიერ.

ტრენინგი მოიცავს 37 საათს, საიდანაც 13 საათი განკუთვნილია დამოუკიდებელი პრაქტიკისა და თვითრეფლექსიისთვის. ხოლო 24 საათი (3 დღე ინტენსიურ ფორმატში) არის საკონტაქტო საათი, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მუშაობას, რეფლექსიას და უკუკავშირს ტრენერის და პრაქტიკოსი ქოუჩების ჩართულობით.

პროგრამის ავტორის შესახებ

Clutterbuck Coaching & Mentoring International (CCMI) არის ქოუჩინგის და მენტორინგის სფეროში წამყვანი ბრიტანული ორგანიზაცია. მისი დამფუძნებელია პროფესორი დევიდ კლატერბაკი, რომელიც არის გუნდური ქოუჩინგის ერთ-ერთი ფუძემდებელი და EMCC-ს თანადამფუძნებელი. მისი ავტორობით გამოცემულია 75 წიგნი ქოუჩინგის, მენტორინგის, ლიდერობის და მართვის შესახებ.

CCMI-ს სასწავლო პროგრამები და სერვისები ფართოდ არის წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. საპარტნიორო ქსელი აერთიანებს 50-ზე მეტ წარმომადგენლობას ევროპაში, აზიასა და ამერიკაში. ორგანიზაციას გააჩნია 45 წლიანი ისტორია სამეცნიერო კვლევების და ქოუჩინგის კულტურის დანერგვის მიმართულებით სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში, ლოკალურ და მულტინაციონალურ კომპანიებში. 

საქართველოში CCMI-ს პარტნიორია ქოუჩინგ ლაბი. პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ გთავაზობთ გუნდური ქოუჩინგის სერვისებს და სასწავლო პროგრამას, რომელიც აკრედიტებულია ქოუჩინგის სფეროში ორი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის, EMCC-სა და ICF-ის მიერ.

ეს პროგრამა შექმნილია თქვენთვის

თუკი თქვენი მიზანია

ICF და EMCC სერტიფიცირება

მიიღებთ ქოუჩის განგრძობადი სწავლების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას (20.25 CCE), გუნდური ქოუჩის საერთაშორისო სერტიფიკატს და პროფესიული განვითარების სივრცეს.

ქოუჩინგის კულტურის დანერგვა

პროგრამა მოგცემთ ინსტრუმენტებს შექმნათ მაღალეფექტიანი გუნდური კულტურა და ხელი შეუწყოთ გუნდების და ადამიანების წინსვლას.

ლიდერული გუნდების შექმნა

შეძლებთ შექმნათ გუნდის განვითარების დინამიკისთვის ეფექტიანი გარემო, მართოთ ლიდერულ გუნდად ტრანსფორმაციის პროცესი, დაეხმაროთ გუნდებს სინერგიულობაში;

საერთაშორისო გამოცდილება

პროგრამის ავტორია პროფესორი დევიდ კლატერბაკი, რაც გაძლევთ შესაძლებლობას სუპერვიზია გაიაროთ Clutterbuck Coaching & Mentoring International-ის პროფესიონალებთან.

პროგრამის ბენეფიტები

მოდულის გავლის შემდეგ თქვენ მიიღებთ:

CCMI-ს მიერ აკრედიტებულ სერტიფიკატს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ICF-ის განგრძობადი სწავლებისთვის – 20.25 CCE (10.5 Core Competency (CC) and 9.75 Resource Development (RD) units); სერტიფიკატი ასევე აკმაყოფილებს EMCC Global ITCA-ს სტრანდარტს (37 hours of CPD);

CCMI-ს ციფრულ რესურსებთან 12 თვიანი უფასო წვდომა, სადაც ნახავთ სტატიებს, კვლევებს და ინსტრუმენტებს გუნდების და ლიდერების განვითარების, ქოუჩინგის კულტურის და პროფესიული დახელოვნების შესახებ.  

12 თვიანი უფასო წვდომა გუნდის დიაგნოსტიკის პლატფორმაზე PERILL, რომლის წლიური ღირებულებაა £750. ეს ინსტრუმენტი მოგცემთ საშუალებას იკვლიოთ გუნდის საჭიროებები, ძლიერი მხარეები და ზრდის ზონები. 

პროგრამის ტრენერი:

ირინა ჭოჭუა – დამფუძნებელი პარტნიორი, ქოუჩინგ ლაბი.

ირინა PCC ქოუჩია 11 წლიანი გამოცდილებით. 2011 წლიდან მუშაობს ორგანიზაციების ფართო სპექტრთან, როგორც ბიზნეს ტრენერი. ახორციელებს პროექტებს ორგანიზაციული კულტურის ტრანსფორმაციის, ლიდერობის და ცვლილებების მართვის მიმართულებით მსხვილ და საშუალო ბიზნესთან. ირინა არის სერტიფიცირებული გუნდური ქოუჩი და ტრენერი – CCMI, ასევე ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო ლინგვისტურ პროგრამირებაში და საერთაშორისო ასოციაციის (The Society of Neuro-Linguistic Programming™) წევრი. შექმნილი აქვს სამაგისტრო პროგრამები ქოუჩინგის და ნეირო ლინგვისტური პროგრამირების მიმართულებით, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში. არის TED სპიკერი და CSR პროექტების ავტორი. მათ შორის, საგანმანათლებლო CSR პროქტი – „ბიზნეს ქოუჩინგი ქალი მეწარმეებისთვის“.

ღირებულება

კურსის ფასია 950 ევროს ეკვივალენტი ლარში. მოქმედებს ფასდაკლებები ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების წევრებისთვის:​

PMI საქართველო

10%

ICF საქართველო

12%

თიბისი კონცეპტი

12%

ჩვენ ვნერგავთ და ვავითარებთ ქოუჩინგის ოქროს სტანდარტს