ლაბის ინსპირაცია

ტრანსფორმაციული ნეირო ტექნოლოგიები

ჩვენი გვინდა შევქმნათ ადამიანების კეთილდღეობაზე ორიენტირებული კომპანია და ამით ხელი შევუწყოთ გლობალურ ცვლილებებს. ამ მიზანს ვემსახურებით 2017 წლიდან.

თქვენი ორგანიზაციის განვითარებისთვის გთავაზობთ ბიზნეს სერვისებს

ჩვენი პროექტები

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა

ბიზნეს ქოუჩინგი ქალი მეწარმეებისთვის

ქოუჩინგ ლაბი, წელიწადში ორჯერ, ქალი მეწარმეებისთვის ატარებს ბიზნეს ქოუჩინგის ტრენინგს. პროგრამა მონაწილეებისათვის უფასოა და მიზნად ისახავს ქალი ლიდერების განვითარების ხელშეწყობას და მათ პროფესიულ მხარდაჭერას. პროექტი მოიცავს ორ მიმართულებას, ბიზნეს ქოუჩინგის ტრენინგი და ნეთვორქინგ პლატფორმა.

მეტი ინფორმაცია
არაფორმალური განათლება

ღია ტრენინგები და მასტერკლასები

ქოუჩინგ ლაბში ჩატარებული ტრენინგები და მასტერკლასები შედგენილია კონკრეტული თემის ირგვლივ და ემსახურება მსმენელებში უნარების და კომპეტენციების განვითარებას. ჯგუფებში მუშაობა მიმდინარეობს NLP ტექნოლოგიების და ქოუჩინგის ალგორითმების გამოყენებით. ტრენერი ფასილიტაციას უწევს ჯგუფის მონაწილეებში კონკრეტული სააზროვნო პროცესების გაძლიერებას.

არაფორმალური კომუნიკაცია

ნეთვორქინგი

ლაბის ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ნეთვორქინგი. გამოცდილების გაზიარებაზე დაფუძნებულია ნეთვორქინგ პროექტი HR LAB, სადაც პერიოდულად იმართება არაფორმალური შეხვედრები ორგანიზაციების ეიჩარ წარმომადგენლებთან. ლაბის ნეთვორქინგ პლატფორმა ასევე მნიშვნელოვან აქტივობებს აორგანიზებს ქალი მეწარმეების მხარდამჭერი პროგრამისთვის.

ჩვენ ვქმნით წარმატების და განვითარების სტრატეგიებს თქვენთვის

დარეგისტრირდით