თვითგანვითარების ინსტრუქცია

“ქოუჩინგ ლაბის” ორგანიზებით მედიათეკის ნაძალადევის ფილიალში გაიმართება ღია სემინარი პიროვნული და პროფესიული განვითარების თემაზე.

ქოუჩინგი არის პარტნიორობის პროცესი, რომელიც უკეთებს სტიმულირებას ადამიანის სააზროვნო სისტემას და მის შემოქმედებითობას. ქოუჩთან მუშაობის შედეგად თქვენ მაქსიმალურად ავითარებთ თქვენს პიროვნულ თუ პროფესიულ პოტენციალს.

თემები:
1. გაცნობეირება/ხედვა
2. მიზანი
3. შიშები
4. ღირებულებები
5. ქმედება

ქოუჩინგის მეთოდით მუშაობის შედეგად ჩვენ ვსახავთ მიზნებს, ვარკვევთ ჩვენს ღირებულებებს და შესაძლებლობებს, შინაგან პოტენციალს, რესურსებს, ვავითარებთ ჩვენს უნარებს, ვსწავლობთ ახალ ქცევებს, ვმუშაობთ სამოქმედო ენერგიაზე, მოტივაციაზე და ვდგამთ ქმედით ნაბიჯებს. ქოუჩინგური დიალოგი არის მუშაობის ფორმატი, რომლის მიზანია კითხვების დასმის საშუალებით მოახდინოს ტრანსფორმაცია. ეს არის ტრანსფორმაციული დიალოგი. ამ ლექციაზე სწორედ ასეთ ტრანსფორმაციულ დიალოგს გთავაზობთ.

პრეზენტატორი: ირინა ჭოჭუა, ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში, საერთაშორისო ასოციაცის წევრი The Society of Neuro-Linguistic Programming™, სერტიფიცირებული პროფესიონალი ქოუჩი ICF-ის სტანდარტებით, “ქოუჩინგ ლაბის” დამფუძნებელი.

სემინარზე დასწრება უფასოა.

ადგილი: მედიათეკა, ნაძალადევის ფილიალი
მისამართი: ცოტნე დადიანის 164
დრო: 21 აპრილი, 16:00-18:00 სთ