ქოუჩინგი მართვაში

NLP ბიზნეს სტრატეგიები

ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება არის მოდელირების ტექნოლოგიები, რომელიც თავის თავში აერთიანებს მნიშვნელოვან ცოდნას აზროვნების ოპერირების, ლინგვისტური პატერნების, კოგნიტური ფსიქოლოგიის, ქცევის მოდელების, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის შესახებ. NLP ინსტრუმენტები ფართოდ გამოიყენება ბიზნესში როგორც სტრატეგიული დაგეგმის დროს, ასევე გაყიდვებსა და კომუნიკაციაში, ლიდერობასა და ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით.

ტრენინგის მიზანია მონაწილეებს მისცეს NLP ინსტრუმენტები ბიზნესის განვითარებისთვის და ეფექტიანი შედეგების მისაღწევად, ასევე სხვადასხვა ბიზნეს-ამოცანების გადასაჭრელად. ტრენინგი შედგება ხუთი ძირითადი თემისაგან. თითოეული მიმართულებით მოცემულია პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომელსაც მონაწილეები გამოიყენებენ პროგრამის მსვლელობის დროს და მიიღებენ NLP მოდელირების გამოცდილებას. ტრენინგი აგებულია ინტერაქციული სწავლების და თვითგანვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს, სიმულაციებს და უკუკავშირს. თემები:

  • NLP კომუნიკაციის მოდელი – ინფორმაციის მიღება, გადამუშავება, გაცემა; ვერბალური სტრატეგიები;

  • მომავლის მოდელირება – ხედვა, მიზნები, სტრატეგიული დაგეგმვა;

  • აზროვნების სტრატეგიები – მეტაპროგრამები და მათი გამოყენება ადამიანური რესურსების მართვის და კომუნიკაციის დროს;

  • რწმენა-წარმოდგენები, რეფრეიმინგი, ქცევის მოდელირება;

  • ცვლილებების მართვა;

პროგრამა შექმნილია ბიზნესის ან პროფესიული საქმიანობის განვითარებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის, სტარტაპერებისთვის, ბიზნესის მფლობელებისთვის, გუნდის ლიდერებისთვის.

ტრენერი: ირინა ჭოჭუა, ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში; The Society of Neuro-Linguistic Programming™ ასოციაციის წევრი; სერტიფიცირებული ქოუჩი ICF-ის სტანდარტებით; International Coach Federation (ICF) წევრი; ბიზნეს ტრენერი; coaching LAB დამფუძნებელი.

კურსის ხანგრძლივობა: 15 საათი (3 საათიანი შეხვედრების ბლოკი);
ჩატარების დრო: 19:00-22:00 საათები; 22, 24, 26, 29, 31 მარტი;
ღირებულება: 580 ლარი; მოქმედებს ეტაპობრივი გადახდა;
ფორმატი: ონლაინ, zoom პლატფორმაზე;
რეგისტრაციის ვადა: 20 მარტი;

რეგისტრაცია