ქოუჩინგი მართვაში

ადამიანური რესურსების ინჟინერია

  • როგორ აღმოვაჩინოთ ადამიანში რესურსები?

  • როგორც გავაუმჯობესოთ თანამშრომლის ქცევის მოდელები?

  • როგორ გავზარდოთ პერსონალის მოტივაცია, სწორად დავსახოთ მიზნები და ავამაღლოთ ემოციური ინტელექტი?

  • როგორ ვაწარმოოთ ეფექტური ქოუჩინგური დიალოგი?

  • როგორ შევქმნათ პროდუქტიული გუნდი?

  • როგორ გავაუმჯობესოთ შედეგები?

  • როგორ დავნერგოთ ცვლილებები?

  • როგორ ვმართოთ კომუნიკაცია და კონფლიქტები გუნდში?

  • როგორ მივიღოთ სწორი უკუკავშირი?

ადამიანური რესურსების ინჟინერია – ეს არის განვითარებულ სამყაროში ადამიანების გონებრივი შესაძლებლობების მართვის უახლესი ტექნოლოგიების ნაკრები. ეს ყველაფერი ეფუძნება ადამიანში უნარების და რესურსები შექმნას, შემოქმედებით აზროვნებას, კრიტიკული კითხვების დასმას, თვით-გამორკვევას და სამყაროს შეცნობის ახალი ფილტრების გამომუშავებას. ადამიანური რესურსების ინჟინერია არის გონების ვარჯიში, შინაგანი სტრატეგიების შექმნა, შინაგანი პროცესების მართვა და ამის საფუძველზე გარეგნული ცვლილებები.

ნებისმიერი ორგანიზაციის წარმატება დგას ადამიანებზე და მათ რესურსებზე. სწორედ ამიტომ, ადამიანური რესურსების ინჟინერია არის წარმატებული ბიზნესის შექმნის საფუძველი. ჩვენი პროგრამის უნიკალური შეთავაზებაა ცოდნასთან ერთად მიღებული პრაქტიკული სამუშაო სქემა, რომლითაც თქვენ შეძლებთ მართოთ ადამიანური რესურსები და თქვენი ორგანიზაცია აიყვანოთ უფრო მაღალ ხარისხში.

თემები:

  • შესავალი ნაწილი – ქოუჩინგის არსი, ძირითადი პრინციპები;

  • ადამიანური რესურსების ინჟნერია – გაცნობიერება;

  • თვითშემეცნების სტიმულირება: პიროვნული და პროფესიული განვითარების ხედვა, ზრდის ზონა, გაცნობიერება, მისია, ღირებულებები, მიზნები;

  • ხედვის რეალობად გარდაქმნა: მუშაობა მოტივაციაზე, ქმედითი უნარების გაუმჯობესება;

  • მუშაობა შემზღუდველ რწმენა-წარმოდგენებთან, რაც ქმნის რისკებს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში;

  • ლიდერის უნარები: მუშაობა გუნდთან, სტრატეგიული აზროვნება, მოტივაცია, ჩართულობა, ბალანსი სამუშაო გარემოში, კომუნიკაცია, სოციალური კავშირები, საკუთარი განვითარება და სხვისი პოტენციალის აღმოჩენა;

  • ქოუჩინგის დანერგვა ორგანიზაციაში;

  • გუნდური ქოუჩინგი: თიმ ბილდინგი, გუნდში როლური განაწილება, კომუნიკაცია;

  • ცვლილებების მენეჯმენტი;

  • ემოციური ინტელექტი;

  • მუშაობა კონფლიქტებთან;

  • უკუკავშირი;

ვისთვის: ადამიანებისთვის, ვის მოვალეობებშიც შედის ადამიანური რესურსების მართვა, თანამშრომლების მოტივაცია, მუშაობის შედეგების გაუმჯობესება, მუშაობა სტრატეგიაზე და განვითარებაზე, კორპორაციული კულტურის და ღირებულებების ამაღლება, მართვის ოპტიმიზაცია და დასახული მიზნების მიღწევა, ტალანტების მოძიება და ცვლილებების დანერგვა, ლიდერშიპის და სწავლების პროგრამების შემუშავება.

ამ მოდულების გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ ორგანიზაციაში ადამიანური რესურსების გამოვლენას და მართვას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

თქვენ შეისწავლით ქოუჩინგის საფუძვლებს და პრინციპებს, სპეციალურ ქოუჩინგურ ტექნიკებს, მართვის და კომუნიკაციის მეთოდებს და ალგორითმებს.

კურსის უნიკალურობა: კურსი აგებულია მილტონ ერიქსონის კომუნიკაციის მეთოდებზე, ქოუჩინგის და NLP საფუძვლებზე და ორიენტირებულია მსმენელებში განავითაროს პრაქტიკული უნარები. თქვენ გექნებათ საშუალება პროგრამის ფარგლებში იმუშაოთ ქოუჩთან, მონაწილეობა მიიღოთ დემო სესიებში და შეიმუშაოთ მართვის სტრატეგია თქვენი ორგანიზაციისთვის.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 30 საათი
მონაწილეთა რაოდენობა: 12 (შეზღუდულია)
ჩატარების დრო: 19:00-22:00 საათები
ღირებულება: პრე-რეგისტრაციით 860 ლარი, სტანდარტული რეგისტრაციის შემთხვევაში 990 ლარი

ტრენინგის დასრულებისას გაიცემა სერტიფიკატი The Society of Neuro-Linguistic Programming™ სამარკო ნიშნით.

რეგისტრაცია ტრენინგზე

[]
1 Step 1
სახელი, გვარი
ასაკი
მობილური
სამუშაო პოზიცია
keyboard_arrow_leftPrevious
Nextkeyboard_arrow_right