ქოუჩინგი მართვაში

მაღალეფექტური ქოუჩინგი

ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ადამიანის პიროვნული და პროფესიული ეფექტურობისთვის არის:

  1. მოტივაციის პატერნი
  2. გადაწყვეტილების მიღების სტრატეგიები
  3. სტრესის მართვა
  4. დარწმუნების ტექნოლოგიები

“მაღალეფექტური ქოუჩინგის” ჯგუფში ტრენერი გაუწევს ფასილიტაციას ჯგუფის მონაწილეებში ამ სტრატეგიების გამომუშავება-გაძლიერებას. პროგრამა ინტერაქციულია და აგებულია ქოუჩ სესიის ფორმატით, სადაც მოცემულია პრაქტიკული ტექნიკები ნაბიჯ-ნაბიჯ.

ქოუჩინგის მეთოდით მუშაობის შედეგად ჩვენ ვსახავთ მიზნებს, ვარკვევთ ჩვენს ღირებულებებს და შესაძლებლობებს, შინაგან პოტენციალს, რესურსებს, ვავითარებთ ჩვენს უნარებს, ვსწავლობთ ახალ ქცევებს, ვმუშაობთ სამოქმედო ენერგიაზე, მოტივაციაზე და ვდგამთ ქმედით ნაბიჯებს. ქოუჩინგური დიალოგი არის მუშაობის ფორმატი, რომლის მიზანია კითხვების დასმის საშუალებით მოახდინოს ტრანსფორმაცია.

რა კომპონენტებს დავამუშავებთ:

  • ტვინი და ცნობიერება – როგორ ვმართოთ გაცნობიერების პროცესი.

  • ვინ ხარ და რა გინდა – მუშაობა მიზნებთან და ღირებულებებთან.

  • რა არის შენი დრაივი – მოტივაციის პატერნი.

  • კრიტიკული აზროვნება – გადაწყვეტილების მიღების სტრატეგიები.

  • ემოციების კოქტეილი – სტრესის მართვა.

  • დიალოგი, მოსმენა – დარწმუნების ხელოვნება.

  • ყველა დიდი მოგზაურობა ერთი პატარა ნაბიჯით იწყება ანუ ქმედება.

რას მიიღებთ: ყველაზე მთავარს – შეძლებთ მოელაპარაკოთ საკუთარ თავს და გაზარდოთ თქვენი ქმედების ეფექტურობა.

ფორმატი: მუშაობა გუნდში, მუშაობა წყვილებში
ტრენინგის ხანგრძლივობა: 24 საათი
მონაწილეთა რაოდენობა: 12 (შეზღუდულია)
ჩატარების დრო: 19:00-22:00 საათები (26, 28, 30 ოქტომბერი, 2, 4, 6, 9, 11 ნოემბერი)
ღირებულება: პრე-რეგისტრაციით (30 სექტემბრამდე) 760 ლარი. სტრანდარტული რეგისტრაციით 840 ლარი. შესაძლებელია ეტაპობრივი გადახდა. ასევე მოქმედებს თიბისი ბანკის 0%-იანი განვადება.
ტრენერი: ირინა ჭოჭუა – სერტიფიცირებული ქოუჩი ICF-ის სტანდარტებით. International Coach Federation (ICF) წევრი. ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში. The Society of Neuro-Linguistic Programming™ წევრი.

რეგისტრაცია