ქოუჩინგ ლაბის ორგანიზებით ქალი მეწარმეებისთვის ჩატარდება ბიზნეს ქოუჩინგის ერთთვიანი პროგრამა

ქოუჩინგი არის წარმატების მიღწევის ტექნოლოგიები, რომელიც ორიენტირებულია ადამიანის სააზროვნო სისტემის გაფართოებაზე. ქოუჩთან მუშაობის შედეგად თქვენ იწყებთ საკუთარი რესურსების და უნარების გამოყენებას და ეძებთ თქვენთვის ოპტიმალურ გზას დასახული მიზნის მისაღწევად. ბიზნეს ქოუჩინგის მთავარი ამოცანა კი არის ბიზნესის გადაყვანა განვითარების ახალ საფეხურზე. ეს არის წარმატების და განვითარების სტრატეგიები ბიზნესისთვის, რომელიც მოიცავს მიზნების დასახვას, კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, შედეგების გაზომვას, მოტივაციის ზრდას, პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას, პროგრესის დაფიქსირებას. ქოუჩი ამისათვის იყენებს ინსტრუმენტების მთელ პალიტრას. შედეგად, ბიზნესი მიდის დასახულ მიზნამდე და ქმნის თავის უნიკალურ ისტორიას.

პროგრამა „ბიზნეს ქოუჩინგი ქალი მეწარმეებისთვის“ შეიქმნა იმ ქალებისთვის, რომლებმაც თავიანთი იდეის განხორციელებისთვის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგეს და ესაჭიროებათ პროფესიული მხარდაჭერა განვითარებისთვის. პროგრამა ითვალისწინებს შეხვედრებს კვირაში ერთხელ, სადაც მონაწილეები იმუშავებენ შემდეგ თემებზე:

  • მიზნის დასახვა, პრიორიტეტებზე მუშაობა;

  • ბიზნეს ხედვის განვითარება და პროექტის რეალიზაციის გეგმის შემუშავება;

  • გუნდის შექმნა, მოტივირების მექანიზმები;

  • მუშაობა წინააღმდეგობებთან, სტრესის მართვა;

  • ლიდერული უნარების განვითარება;

  • მოწვეული სპიკერი;

„ბიზნეს ქოუჩინგი ქალი მეწარმეებისთვის“ ტარდება ქოუჩინგ ლაბის ორგანიზებით და სრული ფინანსური მხარდაჭერით. მონაწილეებისთვის პროგრამა არის უფასო. პროგრამაში მონაწილეების შერჩევა მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. გთხოვთ, რეგისტრაციისთვის შეავსოთ სპეციალური ფორმა.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა იყოთ:

  • საქართველოს მოქალაქე;
  • იურიდიული პირი ან ინდმეწარმე;
  • 21 წლის ზემოთ ქალი;
  • კომპანიის დირექტორი ან აღმასრულებელი დირექტორი;
რეგისტრაცია

მონაწილეთა რაოდენობა: 15 ქალი
ჩატარების დრო: 19:00-22:00 სთ-ები, (21, 28 მაისი, 4, 11, 18 ივნისი)
პროგრამის ხანგრძლივობა: 15 სთ, ჯამში 5 შეხვედრა
მენტორი: ირინა ჭოჭუა – სერტიფიცირებული ქოუჩი ICF-ის სტანდარტებით. International Coach Federation (ICF) წევრი. ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში. The Society of Neuro-Linguistic Programming™ წევრი.