ქოუჩინგი მართვაში

თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალური ხდება შემოქმედებითი უნარებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება. ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს განათლების მიმართულებას, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში სრულიად ახალ მიდგომებს და მიგნებებს ეფუძნება. განათლების ყველაზე წარმატებული მოდელი არის სწორედ ის მოდელი, სადაც მთავარი აქცენტი გადატანილია ინდივიდუალურ მიდგომებსა და მოსწავლეთა მოტივაციური სისტემების განვითარებაზე. თანამედროვე მასწავლებელი/ლექტორი დღეს არის ქოუჩი, რომელიც ეხმარება მოსწავლეს/სტუდენტს პიროვნულ განვითარებაში, მოტივაციური სისტემის შექმნაში და წარმატების სტრატეგიების დანერგვაში. ამ ახალი მიდგომებით მოსწავლე/სტუდენტი აცნობიერებს საკუთარ შესაძლებლობებს, ინეტერესთა სფეროებს, უნარებს, რესურსებს და ქმნის საკუთარ უნიკალურ წარმატების სტრატეგიებს. ასეთი მიდგომებით კი უკვე მარტივი ხდება იდენტობის ჩამოყალიბება, ცხოვრებისეული მიზნებისა და პროფესიული ინტერესების განსაზღვრა.

ქოუჩინგ ლაბორატორიამ შექმნა საგანმანათლებლო პროგრამა:

ქოუჩინგი განათლებაში (Coaching in Education)

ქოუჩთან მუშაობის შედეგია მიზნების დასახვა, ღირებულებების და შესაძლებლობების გამორკვევა, შინაგანი პოტენციალის, რესურსების, უნარების მობილიზება და განვითარება, ახალი უნარების დასწავლა, სამოქმედო ენერგიაზე მუშაობა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ქოუჩინგური დიალოგი არის მუშაობის ფორმატი, რომლის მიზანია კითხვების დასმის საშუალებით მოახდინოს ტრანსფორმაცია, თვითშემეცნება და დასწავლა.

ქოუჩინგი განათლებაში სამიზნე აუდიტორიას (მოსწავლეებს/სტუდენტებს) ხელს უწყობს აქტიურად და გაცნობიერებულად ჩაერთონ სასწავლო პროცესში, დასახონ მიზნები, შეისწავლონ და განავითარონ საკუთარი რესურსები და უნარები, დამოუკიდებლად იმუშაონ თვით-შემეცნებაზე და თვით-განვითარებაზე, შეცვალონ და განავითარონ ქცევები, განახორციელონ კონკრეტული, შედეგზე ორიენტირებული და დროში გაწერილი ქმედებები და მიიღონ შედეგები.

რა კომპონენტებს დავამუშავებთ:

  • ქოუჩინგის არსი

  • ქოუჩინგური დიალოგების პრინციპი, კითხვების დასმის ტექნოლოგია

  • რაპორტი, გლობალური მოსმენა, პირდაპირი კომუნიკაცია, სხეულის ენა

  • ნეიროლოგიკური დონეების კვლევა და გამოყენება სწავლებაში

  • მუშაობა რწმენა-წარმოდგენებთან და წინააღმდეგობებთან, მუშაობა სტრესთან

  • ძლიერი მამოტივირებელი კითხვების ინიცირება, მუშაობა ღირებულებებთან

  • ქოუჩინგური ტექნიკები – გაცნობიერების სტიმულირება

  • რესურსული გარემოს შექმნა, პროგრესის მართვა

  • უკუკავშირის ტექნოლოგია

ვისთვის არის ტრენინგი:

  • მასწავლებლებისთვის

  • ლექტორებისთვის

ქოუჩინგის მეთოდოლოგიის დანერგვის შედეგები:

ქოუჩის მთავარი ამოცანაა მხარი დაუჭიროს მოსწავლის/სტუდენტის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას, მისი თვითშეფასების სისტემის ჩამოყალიბებას. აქ მთავარი ფაქტორებია მოტივაცია, გაცნობიერება, რწმენა, მიზნების დასახვა, პასუხისმგებლობის ფორმირება, რესურსული მდგომარეობა.

ქოუჩინგის მეთოდოლოგიის მთავარი შედეგი იქნება მიზანდასახული, ქმედებაზე ორიენტირებული მოსწავლე/სტუდენტი, სწორი თვითშეფასების უნარებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვე-მიზანია მოსწავლეებში/სტუდენტებში თვით-ქოუჩინგის უნარების განვითარება იმისათვის, რომ მათ დამოუკიდებლად შეძლონ საკუთარ თავზე მუშაობა და განვითარება.

ფორმატი: მუშაობა გუნდში, მუშაობა წყვილებში
ტრენინგის ხანგრძლივობა: 16 საათი
მონაწილეთა რაოდენობა: 12 (შეზღუდულია)
ჩატარების დრო: 10:00-18:00 საათები, ინტენსიური, სრული 2 დღე (შაბათ-კვირა)
ღირებულება: 250 ლარი. მოქმედებს თიბისი ბანკის 0%-იანი განვადება.

ღირებულებაში შედის ყავა/ჩაი/ტკბილეული. ტრენინგი არ ითვალისწინებს ლანჩით უზრუნველყოფას. 

რეგისტრაცია ტრენინგზე

[]
1 Step 1
სახელი, გვარი
ასაკი
მობილური
სამუშაო პოზიცია
keyboard_arrow_leftPrevious
Nextkeyboard_arrow_right