ქოუჩინგი მართვაში

ქოუჩინგი გუნდის ლიდერებისთვის

ექსპრეს კურსი მენეჯერებისთვის, სტარტაპერებისთვის, ბიზნესის მფლობელებისთვის, გუნდის ლიდერებისთვის.

ბიზნეს ქოუჩინგი მიმართულია ბიზნესის / კომპანიის ზრდაზე, განვითარებაზე, ადამიანების მოტივირებაზე, მიზნების დასახვასა და მის შესრულებაზე ორგანიზაციულ კონტექსტში. ბიზნეს სტრატეგიები, ლიდერობის დანერგვა, ადამიანური კაპიტალის განვითარება, გუნდის შექმნა და მართვა ის საკითხებია, რაც ნებისმიერი ზომის ბიზნესის განვითარებისთვის აუილებელი ფაქტორებია.

ექსპრეს კურსის მიზანია სტარტაპ კომპანიებს, ბიზნესის მმართველებს, მენეჯერებს დაეხმაროს საქმიანობის ზრდასა და განვითარებაში, გუნდის ფორმირებაში, მომავლის მოდელირებაში. პროგრამა აგებულია ინტერაქციული სწავლების და თვითგანვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს, სიმულაციებს და უკუკავშირს. ტრენინგის ძირითადი ინსტრუმენტებია ქოუჩინგის მეთოდები, NLP სტრატეგიები და როლური თამაშები, რაც მონაწილეებს ეხმარება თითოეული კომპონენტის გაცნობიერებაში. თემები:

  • ბიზნეს ქოუჩინგის ინსტრუმენტები: მომავლის მოდელირება, სტატეგიული დაგეგმვა, მართვა;

  • ხედვა, ღირებულებები, მიზნები;

  • გუნდის შექმნა და მართვა;

  • კონფლიქტის საფეხურები გუნდში და უკუკავშირის ინსტრუმენტები;

ტრენინგის მიზანია მონაწილეებს მისცეს ქოუჩინგის ინსტრუმენტები ბიზნესის და გუნდის მართვისთვის ეფექტიანი შედეგების მისაღწევად.

ტრენერი: ირინა ჭოჭუა, ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში; The Society of Neuro-Linguistic Programming™ ასოციაციის წევრი; სერტიფიცირებული ქოუჩი ICF-ის სტანდარტებით; International Coach Federation (ICF) წევრი; ბიზნეს ტრენერი; coaching LAB დამფუძნებელი.

კურსის ხანგრძლივობა: 9 საათი (3 საათიანი შეხვედრების ბლოკი);
ჩატარების დრო: 19:00-22:00 საათები; 17, 18, 19 თებერვალი;
ღირებულება: 350 ლარი; მოქმედებს ეტაპობრივი გადახდა;
ფორმატი: ონლაინ, zoom პლატფორმაზე;
რეგისტრაციის ვადა: 15 თებერვალი;

რეგისტრაცია