ქოუჩინგი მართვაში

რას ნიშნავს იყო გაცნობიერებული მშობელი?

  • როდესაც შეგიძლიათ თქვენი შვილის არა მარტო მოსმენა, არამედ მისი გაგებაც;

  • როდესაც შეგიძლიათ ბავშვთან მოლაპარაკება;

  • როდესაც თქვენი კომუნიკაცია შვილთან არის დაფუძნებული ურთიერთპატივისცემაზე და არა შიშზე;

  • როდესაც ნაცვლად სადამსჯელო ღონისძიებებისა, თქვენ იყენებთ განმავითარებელ ინსტრუმენტებს;

  • როდესაც თქვენ ხართ მათი მხარდამჭერები როგორც სასიხარულო, ასევე რთულ მომენტებში;

  • როდესაც ვითარდებით ერთად;

  • როდესაც შეგიძლიათ საკუთარ თავში აღმოაჩინოთ ბავშვი და თქვენს შვილში კი შინაგანი „ბრძენი“;

  • როდესაც ამ ყველაფერს აკეთებთ ჰარმონიულად;

ქოუჩინგი მშობლებისთვის არის პიროვნული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც მუშაობს მშობლებთან და ხელს უწყობს მათ ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში შვილებთან ნებისმიერ ასაკში.

თქვენი ბავშვი შესაძლოა:

  • იყოს განსხვავებული

  • უშვებდეს შეცდომებს

  • გამოხატოს ნეგატიური ემოციები

და ეს ნორმალურია, როდესაც გაცნობიერებული გვაქვს, თუ რა პროცესებს გადის ბავშვი ჩამოყალიბების სხვადსხვა ეტაპებზე. ქოუჩინგი არის ადამიანის პოტენციალის აღმოჩენის ტექნოლოგია, მისი ეფექტურობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით. მშობელთა ქოუჩინგი კი ეფუძნება ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ნეირობიოლოგია, ასაკობრივი განვითარება, ფსიქოლოგია და პედაგოგიკა, ქოუჩინგი მოზარდებისთვის. მშობლებს ამ ინსტრუმენტების ფლობა დაგეხამრებათ თქვენმა შვილებმა დასახონ მიზნები, შეისწავლონ და განავითარონ საკუთარი რესურსები და უნარები, დამოუკიდებლად იმუშაონ თვით-შემეცნებაზე და თვით-განვითარებაზე, შეცვალონ და განავითარონ ქცევები, დაძლიონ სტრეს-ფაქტორები, გაუმკლავდნენ შიშებს და მიიღონ სასურველი შედეგები.

სამუშაო თემები:

  • მშობლის ქოუჩ პოზიცია – რას ნიშნავს მოსმენა, მიღება და გაცნობიერება;

  • პირდაპირი კომუნიკაცია – როგორ წამოვიწყოთ განმავითარებელი დიალოგი შვილებთან და როგორ დავსვათ ეფექტური კითხვები;

  • ქცევის მოდელირება – ასაკობრივი განვითარების თავისებურებები, ნეიროფიზიოლოგია;

  • მოტივაცია, ღირებულებები, უნარები, რესურსები;

  • წინააღმდეგობები, შიშები, სტრეს-ფაქტორები;

  • პიროვნული განვითარების მნიშვნელოვანი საფეხურები;

  • ქმედების პროექტირება და პოზიტიური უკუკავშირი შვილებთან;

მშობელთა კლუბის შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ. სრული პროგრამა აგებულია ქოუჩინგ სესიის ფორმატით და მოიცავს პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რასაც მშობლები დანერგავენ მომდევნო შეხვედრამდე. აქედან გამომდინარე, პროგრამა ითვალისწინებს ცოცხალ თემებზე მუშაობას და უკუკავშირს, მიმდინარე პრობლემატური საკითხების განხილვას და ცვლილებების დანერგვას რეალურ დროში.

ფორმატი: მუშაობა გუნდში, მუშაობა წყვილებში – შეხვედრები კვირაში ერთხელ
ტრენინგის ხანგრძლივობა: 2,5 თვე, კვირაში ერთხელ შეხვედრები, ჯამში 30 სთ – 10 შეხვედრა
მონაწილეთა რაოდენობა: 15
ჩატარების დრო: ხუთშაბათი, 19:00-22:00 საათები
ღირებულება: 240 ლარი თვეში. მოქმედებს თიბისი ბანკის 0%-იანი განვადება.
ტრენერი: ირინა ჭოჭუა – სერტიფიცირებული ქოუჩი ICF-ის სტანდარტებით. International Coach Federation (ICF) წევრი. ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში. The Society of Neuro-Linguistic Programming™ წევრი.

რეგისტრაცია