ქოუჩინგი მართვაში

კარიერული ქოუჩინგი

რა არის ჩემი ძლიერი მხარეები? რა იქნება ჩემი კარიერული მიზანი და როგორ გავიკვალო გზა წარმატებული მომავლისკენ? – ეს შეკითხვები ყველაზე აქტუალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კარიერული განვითარების მიმართულებებს ეძებენ და მაღალი მიზნების მიღწევა სურთ. კარიერული ქოუჩინგ პროგრამა იმ ადამიანებისთვის შეიქმნა, რომლებსაც სურთ გაარღვიონ პროფესიულად ჩაკეტილი წრედი და მზარდი წარმატება მოიპოვონ კარიერაში.

ტრენინგის მიზანია მისცეს მონაწილეებს ყველა საჭირო ინსტრუმენტი გაიაზრონ თავისი ნამდვილი მისწრაფებები და დაისახონ კარიერული განვითარების მიზნები.

მეთოდოლოგია:

ტრენინგი მთლიანად ინტერაქტიულია და მოიცავს კითხვარების შევსებას, ქოუჩინგის ინსტრუმენტების დამუშავებას, დისკუსიებს, ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობას. მოემზადეთ თვითაღმოჩენებისთვის!

ტრენინგის შედეგად მონაწილეები:

  • შეისწავლიან DISC ბიჰევიორალური მოდელის საფუძვლებს;

  • გააანალიზებენ საკუთარი ქცევითი მოდელის ძირითად მახასიათებლებს;

  • გამოავლენენ მათ ძლიერ მხარეებს, მოტივატორებსა და სასურველ საკომუნიკაციო სტილს;

  • დაისახავენ კარიერული განვითარების მიზნებს;

  • მიიღებენ ქოუჩინგის ინსტრუმენტებს მიზნების დასახვისა და სამოქმედო გეგმის შედგენისთვის კარიერული ზრდის გზაზე;

  • შექმნიან საკუთარი კარიერული განვითარების რუკას;

ტრენინგის თემატური გეგმა:

პირველი შეხვედრა:

  • ადამიანების ტიპები პლატონიდან 21 საუკუნემდე;
  • ჩემი ძლიერი მხარეების ინვენტარიზაცია და ანალიზი;
  • DISC ბიჰევიორალური კითხვარის შევსება და საკუთარი ტენდენციური მოდელის გამოვლენა;
  • გლობალური და დეტალებზე ორიენტირებული მოდელები – მათი თავისებურებები და ძლიერი მხარეები;

მეორე შეხვედრა:

  • DISC მოდელების გააზრება და პიროვნების ღირებულებების სისტემის არქიტექტურა;
  • გმირის მოგზაურობა – იპოვე საკუთარი თავი;
  • მომავლის მოდელირების ტექნიკები;
  • მომავლის სასურველი ხედვის შექმნა;
  • კარიერული მიმართულების განსაზღვრა;

მესამე შეხვედრა:

  • ქოუჩინგის შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
  • მიზნის დასახვის ჩარჩო მოდელი;
  • იყავი კოვიდზე სმარტი:  S.M.A.R.T.E.R სკალა ქოუჩინგში;
  • კარიერული განვითარების სამოქმედო გეგმის ფორმირება;

მეოთხე შეხვედრა:

  • კარიერული მიზნის მიღწევის მხარდამჭერი სისტემის ფორმირება;
  • საბოტაჟი და მოტივაცია – მედლის ორი მხარე;
  • ცვლილებების დანერგვა წარმატებული მომავლისკენ სწრაფვის გზაზე;
  • საიდან ავიღოთ რესურსები რთულ დროს? – თვითქოუჩინგის ტექნიკები;
  • რესურსების სკივრის შექმნა;

მეხუთე შეხვედრა:

  • მიზნიდან განხორციელებამდე – ჩემი კარიერული რუკა;
  • გაცნობა ერთი ფურცლიდან – პიროვნული SWOT ანალიზის ტექნიკა;
  • თვითპრეზენტაციის ძალა;
  • იყავი შენი თავის საუკეთესო ვერსია – პიროვნების 4 განზომილება;

ფორმატი: ინტერაქციული – მუშაობა გუნდში, მუშაობა წყვილებში.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 5 შეხვედრა, ერთი შეხვედრის ხანგრძლივობა 3 სთ.
მონაწილეთა რაოდენობა: 12 (შეზღუდულია).
ჩატარების დრო: 27, 29 ოქტომბერი, 3, 5, 10 ნოემბერი.
ღირებულება: 550 ლარი. მოქმედებს თიბისი ბანკის 0%-იანი განვადება.
ტრენერი: ეკატერინე ბაბუნაშვილი, სერტიფიცირებული პროფესიონალი ქოუჩი (Erickson International, ICBT, ICP Centre, Coaches Rising); ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის საქართველოს წარმომადგენლობის პრეზიდენტი (ICF); ემოციური ინტელექტის განვითარების სპეციალისტი, DISC პროფაილინგის ლიცენზირებული პრაქტიკოსი (Thomas International).

ტრენინგი ჩატარდება ონლაინ ფორმატში, Zoom პლატფორმაზე. 

რეგისტრაცია