ქოუჩინგი მართვაში

ქოუჩინგი მოზარდებისთვის “პიროვნული ეფექტურობა”

მოზარდთა განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი თემებია თვითშეფასება, ურთიერთობები და კომუნიკაცია, ემოციური ბალანსი, პიროვნული მიზნების დასახვა, კონფლიქტური სიტუაციების და სტრესის მართვა, განვითარებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენა და რეალიზება.

ქოუჩინგი მოზარდებში არის სწორედ ის მეთოდი, რომელიც ზრდასრულობის ჩამოყალიბების რთულ პერიოდში, ეხმარება მოზარდს მისი მეს იდენტიფიცირებაში, პიროვნულ ჩამოყალიბებაში, მასში არსებული პოტენციალის აღმოჩენასა და მაქსიმალიზაციაში. ტრენინგის ფარგლებში, მოზარდები მოხვდებიან ქოუჩინგურ, არადირექტიულ გარემოში, სადაც შეძლებენ სხვადასხვა სახის გუნდური აქტივობების მეშვეობით ჩაუღრმავდნენ მათი ასაკისთვის მწვავე საკითხებს, აღმოაჩინონ საკუთარ თავში არსებული პოტენციალი და გამოწვევების გადალახვის გზები.

სამუშაო თემები:

  • ლიდერობა

  • კომუნიკაციის უნარები

  • ემოციური ინტელექტი

  • სტრესის მართვა

  • შიშები და წინააღმდეგობები

  • პიროვნული განვითარების მიზნების დასახვა

  • მოტივაცია

ტრენინგის შედეგად მონაწილეები:

  • აღმოაჩენენ საკუთარ ფასეულობებსა და პრიორიტეტებს;

  • შეისწავლიან კომუნიკაციის სახეობებს და დაეუფლებიან ეფექტური კომუნიკაციის უნარებს;

  • შეისწავლიან საკუთარ შინაგან მდგომარეობას და ემოციების მართვის გზებს;

  • დაინახავენ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის ხერხებს;

  • დაეუფლებიან კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევებს;

  • იმუშავებენ საკუთარ თვითშეფასებაზე და შეიმუშავენ მათი საოცნებო მომავლის მიღწევის სტრატეგიას;

პროგრამა ინტერაქციულია და მოიცავს როლურ თამაშებს, აქტივობებს და დისკუსიას. მეცხრე შეხვედრა დაეთმობა მშობლებს, სადაც ისაუბრებს მოწვეული სპიკერი, ფსიქოლოგი.

ფორმატი: მუშაობა გუნდში, მუშაობა წყვილებში
ასაკობრივი კატეგორია: 13-15 წლის მოზარდები
ტრენინგის ხანგრძლივობა: 8 შეხვედრა, ერთი შეხვედრის ხანგრძლივობა 1,5 სთ
მონაწილეთა რაოდენობა: 10 (შეზღუდულია)
ჩატარების დრო: 9, 10, 16, 17, 23, 24, 30 ნოემბერი, 1 დეკემბერი, შაბათ-კვირა
ღირებულება: 260 ლარი
ტრენერი: ჯული ბახტაძე, სერტიფიცირებული პროფესიონალი ქოუჩი, ICP Centre International; ICF – International Coach Federation წევრი.

რეგისტრაცია