გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტი
- მთავარი
- გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტი
გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი

გუნდური ქოუჩინგის სრული სასწავლო კურსი შედგება სამი მოდულისგან. პირველი მოდული, „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტი“ ეფუძნება გუნდის განვითარების დინამიკის და გუნდურობის შესახებ ცოდნას, საუკეთესო პრაქტიკას და მიდგომებს. კურსის მიზანია მონაწილეები დაეუფლონ გუნდური ქოუჩის კომპეტენციებს, გააცნობიერონ გუნდებთან მუშაობის პროცესი, მიიღონ ცოდნა გუნდური ქოუჩინგის ფორმატის შესახებ და გამოიყენონ ეს ცოდნა და ინსტრუმენტები პრაქტიკაში. ტრენინგი მიმდინარეობს ინტენსიურ ფორმატში და ეფუძნება პრაქტიკულ მუშაობას. კურსი აკრედიტებულია EMCC-სა და ICF-ის მიერ.
ტრენინგი მოიცავს 37 საათს, საიდანაც 13 საათი განკუთვნილია დამოუკიდებელი პრაქტიკისა და თვითრეფლექსიისთვის. ხოლო 24 საათი (3 დღე ინტენსიურ ფორმატში) არის საკონტაქტო საათი, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მუშაობას, რეფლექსიას და უკუკავშირს ტრენერის და პრაქტიკოსი ქოუჩების ჩართულობით.

ეს პროგრამა შექმნილია თქვენთვის, თუკი გეგმავთ:
- აიმაღლოთ ქოუჩის კვალიფიკაცია;
- დაეუფლოთ გუნდური ქოუჩინგის პროფესიას;
- შექმნათ გუნდის განვითარების დინამიკისთვის ეფექტიანი გარემო;
- მართოთ გუნდის განვთარების პროცესი;
- იმუშაოთ გუნდებთან როგორც გუნდურმა ქოუჩმა, ასევე გუნდის ლიდერმა;
- დაეხმაროთ გუნდებს გახდნენ მაღალეფექტიანი სინერგიული გუნდები;
შედეგად მიიღებთ:
- ცოდნას გუნდში მიმდინარე პროცესების შესახებ;
- გუნდის მართვის და განვითარების ხელშეწყობისთვის საჭირო ინსტრუმენტებს;
- გუნდური ქოუჩის საერთაშორისო სერტიფიკატს;
- ცოდნას და კომპეტენციებს გუნდური ქოუჩინგის ფორმატის შესახებ;
- გუნდებთან პრაქტიკის შესაძლებლობას;
- ქოუჩის განგრძობადი სწავლების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას (20.25 CCE);
პროგრამის ავტორის შესახებ
Clutterbuck Coaching & Mentoring International (CCMI) არის ქოუჩინგის და მენტორინგის სფეროში წამყვანი ბრიტანული ორგანიზაცია. მისი დამფუძნებელია პროფესორი დევიდ კლატერბაკი, რომელიც არის გუნდური ქოუჩინგის ერთ-ერთი ფუძემდებელი და EMCC-ს თანადამფუძნებელი. მისი ავტორობით გამოცემულია 75 წიგნი ქოუჩინგის, მენტორინგის, ლიდერობის და მართვის შესახებ.
CCMI-ს სასწავლო პროგრამები და სერვისები ფართოდ არის წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. საპარტნიორო ქსელი აერთიანებს 50-ზე მეტ წარმომადგენლობას ევროპაში, აზიასა და ამერიკაში. ორგანიზაციას გააჩნია 45 წლიანი ისტორია სამეცნიერო კვლევების და ქოუჩინგის კულტურის დანერგვის მიმართულებით სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში, ლოკალურ და მულტინაციონალურ კომპანიებში.
საქართველოში CCMI-ს პარტნიორია ქოუჩინგ ლაბი. პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ გთავაზობთ გუნდური ქოუჩინგის სერვისებს და სასწავლო პროგრამას, რომელიც აკრედიტებულია ქოუჩინგის სფეროში ორი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის, EMCC-სა და ICF-ის მიერ.
ტრენინგის თარიღები და ბენეფიტები:
I ჯგუფი: 15-17 ივნისი
ეს მოდული განკუთვნილია მათთვის, ვინც მუშაობს ინდივიდუალური ქოუჩინგის მიმართულებით, აქვს ქოუჩის კომპეტენციების სათანადო ცოდნა, გამოცდილება და მიზნად ისახავს კვალიფიკაციის ამაღლებას გუნდურ ქოუჩინგში.
მოდულის გავლის შემდეგ მონაწილეები მიიღებენ:
- CCMI-ს მიერ აკრედიტებულ სერტიფიკატს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ICF-ის განგრძობადი სწავლებისთვის – 40 CCE (36.5 Core Competency (CC) and 3.5 Resource Development (RD) units);
- სერტიფიკატი ასევე აკმაყოფილებს EMCC Global ITCA-ს სტრანდარტს (152 hours of CPD);
- CCMI-ს 12 თვიანი უფასო წევრობა;
- 12 თვიანი უფასო წვდომა გუნდის დიაგნოსტიკის პლატფორმაზე PERILL, რომლის წლიური ღირებულებაა £750.
II ჯგუფი: 6-8 ივლისი
ეს მოდული განკუთვნილია ბიზნეს ლიდერებისთვის, გუნდის ლიდერებისთვის, მიმართულების ხელმძღვანელებისთვის, ფასილიტატორებისთვის, ტრენერებისთვის, ქოუჩებისთვის, HR ლიდერებისთვის და პროფესიონალებისთვის, ვისი მიზანია გუნდებთან მუშაობა, გუნდების მხარდაჭერა და ამ გზით ბიზნესის ზრდა და განვითარება. ქოუჩის კომპეტენციების ცოდნა ამ მოდულზე არ მოითხოვება.
მოდულის გავლის შემდეგ მონაწილეები მიიღებენ:
- CCMI-ს მიერ აკრედიტებულ სერტიფიკატს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ICF-ის განგრძობადი სწავლებისთვის – 20.25 CCE (10.5 Core Competency (CC) and 9.75 Resource Development (RD) units);
- სერტიფიკატი ასევე აკმაყოფილებს EMCC Global ITCA-ს სტრანდარტს (37 hours of CPD);
- CCMI-ს 12 თვიანი უფასო წევრობა;
- 12 თვიანი უფასო წვდომა გუნდის დიაგნოსტიკის პლატფორმაზე PERILL, რომლის წლიური ღირებულებაა £750.
კურსის ღირებულება:
ტრენინგის კონტენტი:
- რა არის გუნდი და როგორია გუნდის განვითარების დინამიკა;
- რა ეხმარება და რა უშლის ხელს გუნდებს ეფექტიანობაში;
- გუნდური/ჯგუფური დასწავლის მოდელები;
- გუნდის და ლიდერის ურთიერთქმედება;
- როგორია მაღალეფექტიანი გუნდი;
- განსხვავება ინდივიდუალურსა და გუნდურ ქოუჩინგს შორის;
- გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა;
- გუნდური ქოუჩინგის საკვანძო ეტაპები, დიაგნოსტიკის ინსტრუმენტები;
- გუნდის და გუნდის წევრების ქცევის მოდელები;
- როგორ ამოვიცნოთ გუნდის დისფუნქცია;
- გუნდური იდენტობა;
- გუნდის მიზანთან და დანიშნულებასთან მუშაობა, ქვეგუნდების მართვა;
- გუნდში კონფლიქტების აღმოჩენა და მართვა;
- გუნდში კომუნიკაცია;
- გუნდური მიზნების დასახვის ტექნიკები;
- გუნდის მოტივაციის და წინააღმდეგობების მართვა;
- გუნდის განვითარების გეგმასთან შესაბამისობაში, გუნდური და ინდივიდუალური განვითარების მართვა;
- ეთიკა გუნდურ ქოუჩინგში;
- გუნდური ქოუჩის კომპეტენციები;
- ქოუჩინგური ურთიერთობების და ჩართულობის მართვა;
- გუნდის უნარების განვითარება თვითქოუჩინგით;
ტრენერი:

ირინა ჭოჭუა – დამფუძნებელი პარტნიორი, ქოუჩინგ ლაბი.
ირინა PCC ქოუჩია 10 წლიანი გამოცდილებით. 2011 წლიდან მუშაობს ორგანიზაციების ფართო სპექტრთან, როგორც ბიზნეს ტრენერი. ახორციელებს პროექტებს ორგანიზაციული კულტურის ტრანსფორმაციის, ლიდერობის და ცვლილებების მართვის მიმართულებით მსხვილ და საშუალო ბიზნესთან. არის ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო ლინგვისტურ პროგრამირებაში და საერთაშორისო ასოციაციის (The Society of Neuro-Linguistic Programming™) წევრი. შექმნილი აქვს სამაგისტრო პროგრამები ქოუჩინგის და ნეირო ლინგვისტური პროგრამირების მიმართულებით, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში. არის TED სპიკერი და CSR პროექტების ავტორი. მათ შორის, საგანმანათლებლო CSR პროქტი – „ბიზნეს ქოუჩინგი ქალი მეწარმეებისთვის“.