პირველად იყო შიში

2019-07-02T23:52:07+04:00

ეს შიშები როგორც ჩნდებიან, ისევე ქრებიან. ძალიან ხშირად ისიც კი საკმარისია ადამიანს გონებაში მოუხსნა ბარიერი. სულ ერთი წამით, მისცე საშუალება წარმოიდგინოს, რომ არ ეშინია, პირიქით, ყველაფერი შეუძლია. და რას გააკეთებდა ამ დროს? რაზე იოცნებებდა? რას შეცვლიდა? რა პასუხებიც ამ მდგომარეობაში მოდის, სწორედ ეს არის უნიკალური რეცეპტი.