მოლაპარაკების ხელოვნება | ნაშუადღევს
ირინა ჭოჭუა2019-03-21T23:51:12+04:00როგორ წარვმართოთ შედეგიანი მოლაპარაკება ბიზნესში, პირად ცხოვრებაში, რა თვისებების გამომუშავებაა საჭირო ეფექტური კომუნიკაციისთვის. ირინა ჭოჭუა სტუმრად შუადღის ეთერში.
როგორ წარვმართოთ შედეგიანი მოლაპარაკება ბიზნესში, პირად ცხოვრებაში, რა თვისებების გამომუშავებაა საჭირო ეფექტური კომუნიკაციისთვის. ირინა ჭოჭუა სტუმრად შუადღის ეთერში.
ჩვენ გვაქვს ისეთი პროგრამები, როგორიცაა აღფრთოვანება, მოტივაცია, გადაწყვეტილების მიღება, დასწავლა, შემოქმედებითობა, რეალობის აღქმა, დამახსოვრება და ა.შ. ზოგი ეს პროგრამა ეფექტურად მუშაობს, ზოგი – ნაკლებად ეფექტურად. ზოგჯერ გამოგვდის საკუთარი თავის დაპროგრამება, ზოგჯერ კი ამას სხვები აკეთებენ, მშობლები, მასწავლებლები, შემთხვევითი ნაცნობები.
ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება არის პირადი/პერსონალური მასტერინგის მეცნიერება და ხელოვნება. ხელოვნება იმიტომ, რომ ყველას შეაქვს მის გამოყენებაში თავისი უნიკალური ინდივიდუალური სტილი. მეცნიერება იმიტომ, რომ კონკრეტული ქცევის პატერნების აღმოჩენის მეთოდი და პროცესი არსებობს. პატერნებისა, რომლებსაც იყენებენ წარმატებული და დიდი ადამიანები ასევე დიდი შედეგების მისაღწევად. ამ პროცესს ჰქვია მოდელირება