ქოუჩი რა უბედურებაა? ქართულად, მეგობრებო!

2019-03-21T23:56:58+04:00

ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაცია (ICF) ამ სიტყვას ყველა ენაში ამკვიდრებს, როგორც ტერმინს. პროფესია კი ნამდვილად ახალი, 21-ე საუკუნისაა და სადაც დაიბადა, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებში, იქაური სახელი მიიღო. მაგალითად მოვიყვან სიტყვას ფსიქოლოგია, რომელსაც ასევე არ ვთარგმნით. არც მის წარმომავლობას ვეხებით, თუმცა ასევე საერთაშორისო სიტყვაა და კონკრეტული პროფესიის აღმნიშვნელი. ასევეა სიტყვა პედაგოგი.