ოცნების კანონები II – ემოციების ტყვე

2019-03-21T23:30:24+04:00

ემოციური ტვინი გვაძლევს გრძნობებს, უყვარს კომფორტი და რუტინა, ერთფეროვნება. სულ მიისწრაფვის უსაფრთხოებისკენ და მუდმივობისკენ. სწორედ ამიტომ, ხშირ შემთხვევაში გვევლინება ცვლილებების ხელის შემშლელად. ემოციური ტვინისთვის უსაფრთხოება ნიშნავს ვაკეთო დღეს ის, რასაც ვაკეთებდი გუშინ. ხვალ გავაკეთო იგივე, რასაც ვაკეთებდი დღეს.