ბიზნეს ქოუჩინგი: ორგანიზაციის განვითარების ინსტრუმენტი

2019-06-14T20:52:51+04:00

რას აკეთებს ბიზნეს ქოუჩი? - უპირველეს ყოვლისა ის იკვლევს კომპანიის საჭიროებებს, რადგან ყველა ორგანიზაცია ინდივიდუალურია თავისი უნიკალური გამოწვევებით. ამიტომ, პროფესიონალი ბიზნეს ქოუჩი მზა სქემებს არასოდეს გთავაზობთ. კვლევის პროცესში ხდება სტრატეგიული სესიების ჩატარება სხვადასხვა საკვანძო პირებთან.