პიროვნული განვითარება

ქოუჩინგი პიროვნული განვითარებისთვის – ეს არის უნიკალური ინსტრუმენტი პერსონალური ეფექტურობის და ჰარმონიის მისაღწევად. მუშაობის ფორმატი არის აგებული სწორი კითხვების დასმის ტექნოლოგიებზე. ადამიანური რესურსების ინჟინერია გულისხმობს არა გარედან ჩარევას რჩევის ან ანალიზის სახით, არამედ თავად კლიენტის შინაგანი რესურსულობის ამოქმედებას. ქოუჩთან მუშაობის შედეგად თქვენ თავად განსზაღვრავთ სამუშაო მიზნებს, პრიორიტეტებს, საჭიროებებს და კომუნიკაციის სტილს; გააცნობიერებთ თქვენს ღირებულებებს, სასურველი მომავლის ხედვას და თავად შექმნით თქვენს უნიკალურ სამოქმედო გეგმას; იპოვით ყველა კითხვაზე პასუხს, იმუშავებთ შიშებზე და განავითარებთ ემოციურ ინტელექტს; გააცნობიერებთ თქვენს პიროვნულ მისიას და დაამუშავებთ სტრეს ფაქტორებს. მთელ ამ პროცესებში კი ქოუჩი იქნება თქვენი პარტნიორი, მხარდამჭერი, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი სააზროვნო სისტემის სტიმულირებას სწორი კითხვების დასმით.

ინდივიდუალური სესია