კიდევ ერთი სიახლე ქოუჩინგ ლაბში. პროგრამის „ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა“ პარტნიორი და მენტორი დეა ჩხაიძე გახდა. დეა არის PCC ქოუჩი 5 წლიანი გამოცდილებით. მუშაობს ლიდერშიპ ქოუჩინგის და გუნდური ქოუჩინგის მიმართულებით უმაღლეს და საშუალო რგოლის მენეჯერებთან.
დეას აქვს 20 წლიანი მენეჯერული გამოცდილება ჯანდაცვის, ფინანსურ, საკონსულტაციო და არასამთავრობო სექტორში. მისი ექსპერტიზა ადამიანებისა და კულტურის გაძლიერებაა – ორგანიზაციის სტრატეგიული მხარდაჭერით, ლიდერებისა და ტალანტების მართვის სისტემის განვითარებით. ამჟამად დეა არის „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ ადამიანებისა და კულტურის დირექტორი.
ქოუჩინგის კულტურის დანერგვა ორგანიზაციაში დეას მთავარი პრიორიტეტია. ლიდერები, რომლებიც ქოუჩინგით მართავენ, ზრდიან შედეგებს, ძლიერდებიან თავად, აძლიერებენ სხვა ლიდერებს და გუნდებს. ბიზნეს ქოუჩინგის შედეგად 80%-ით იზრდება თვით-რწმენა და 70%-ით იზრდება შესრულება, ურთიერთობები და კომუნიკაცია.
„ჩემი ინსპირაციაა ადამიანი, რომელიც მუდმივ ევოლუციაშია, იცნობს და უმთლიანდება საკუთარ თავს. ასეთი ადამიანი უკეთესობისკენ ცვლის გარემოს – ოჯახს, სოციუმს, გუნდებს, ორგანიზაციებს, ქვეყნებს, დედამიწას და სამყაროს. ეს შეიძლება იყოს ძალიან პატარა ყოველდღიური ცვლილებები, ან მასშტაბური ძვრები. ჩემთვის ეს არის ლიდერობა. ლიდერებს თან სდევთ სიმშვიდის, ბალანსის და კრეატივის აურა. მათთან ურთიერთობა სასიამოვნო და მამოტივირებელია. ისინი სხვებისთვის როლ-მოდელები არიან. კრეატული სტილის ლიდერები აყალიბებენ კულტურას, სადაც ადამიანები იზრდებიან, იქცევიან ტალანტებად, ქმნიან ახალ რეალობას, პროდუქტებს, ხედვებს, აადვილებენ ცხოვრებას, ზრუნავენ ერთმანეთზე“, – დეა ჩხაიძე.