ბიზნეს ქოუჩინგი
რეგისტრაცია

ქოუჩინგი მშობლებისთვის არის პიროვნული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც მუშაობს მშობლებთან და ხელს უწყობს მათ ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში შვილებთან ნებისმიერ ასაკში.

ეს მასტერკლასი საინტერესო იქნება თქვენთვის, თუ:

  • თქვენ ხართ მოზარდის მშობელი;
  • ხვდებით, რომ თქვენი შვილის ინტერესებს ვერ იგებთ;
  • რთულია შვილთან კომუნიკაციის დამყარება;
  • თვლით, რომ შვილს ემოციური დისკომფორტი აქვს და მისი დახმარება გსურთ;
  • გჯერათ, რომ მოზარდობის პერიოდი თქვენს შვილში არსებული პოტენციალის გამოვლენისა და განვითარების საუკეთესო პერიოდია;

რაზე ვისაუბრებთ:

  • მოზარდის თვალით დანახული სამყარო, ანუ როგორ აზროვნებენ მოზარდები?
  • საუბარი მოზარდთან დაძაბულობის გარეშე;
  • მოზარდისათვის დახმარების შეთავაზების მისაღები ფორმა;
  • საიდან ჩნდება მოზარდებში კომპლექსები და თავდაუჯერებლობა?
  • როგორ დავეხმარო მოზარდ შვილს თვითშეფასების ამაღლებაში?
  • ზედმეტად თავდაჯერებული მოზარდები, ანუ ისინი, ვისაც განსაკუთრებით სჭირდება მშობლების დახმარება;

სპიკერი: ჯული ბახტაძე, სერტიფიცირებული პროფესიონალი ქოუჩი, ICP Centre International; ICF – International Coach Federation წევრი.

ფორმატი: თემის წარდგენა, დისკუსია.
ჩატარების დრო: 26 ოქტომბერი, 13:00 სთ.
ადგილი: ბიზნეს ცენტრი „მოზაიკა“, აღმაშენებლის 61, V სართ.
ხანგრძლივობა: 2 საათი, ყავის/ჩაის შესვენებით.
ღირებულება: 35 ლარი.

გაითვალისწინეთ, გადახდა წარმოებს წინასწარ, ადგილები შეზღუდულია.