მომავლის მოდელირების ტექნოლოგიები

როდესაც ფიქრობ შენს მომავალზე, რას ხედავ? როგორი წარმოგიდგენია საკუთარი თავი 30 წლის მერე?

ქოუჩინგი და ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება არის მომავლის მოდელირების ტექნოლოგიები. გონების ვარჯიში, მუშაობა საკუთარ თავზე, საკუთარ მიზნებზე და შესაძლებლობებზე, შიშები და საკუთარი თავის წვრთნა იქნება ჩვენი საუბრის თემები.

თემები:
1. გაცნობიერება/ხედვა – რამდენად გაცნობიერებულად ცხოვრობ?
2. მიზანი – მიზნის სწორად დასხვა მთელი ხელოვნებაა. რა მიზანი გაქვს?
3. წინააღმდეგობა/შიში – შინაგანი კონფლიქტი, ხელის შემშლელი ემოციები დროდადრო ჩნდებიან და უმოქმედობაში გვაგდებენ. გეცნო მდგომარეობა?
4. ღირებულება – ყველა ჩვენს მოქმედებას, მიზნებს, სურვილებს საფუძვლად უდევს ჩვენი ღირებულებები. ვინ იქნებოდი, რომ შეგეძლოს მთელი შენი ცხოვრების დაგეგმვა ისე, როგორც გაგიხარდებოდა?
5. ქმედება – თვითგანვითარებას არ აქვს დასასრული. ეს არის მუდმივი პროცესი. ყოველ ახალ მიზანს მოაქვს ახალი ცვლილება და ბადებს ახალ მიზნებს. რა იქნება შენი პირველი ნაბიჯი ამ პროცესში?

მიზანი: პიროვნული და პროფესიული თვითგანვითარება.

სპიკერი: ირინა ჭოჭუა, ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში, საერთაშორისო ასოციაცის წევრი The Society of Neuro-Linguistic Programming™, სერტიფიცირებული პროფესიონალი ქოუჩი ICF-ის სტანდარტებით, “ქოუჩინგ ლაბის” დამფუძნებელი.

ფორმატი: თემის წარდგენა, დისკუსია.
ჩატარების დრო: 23 დეკემბერი, 14:00 სთ.
ადგილი: „წიგნის სახლი ბახტრიონზე“, ბახტრიონის ქუჩა 11ბ.
ხანგრძლივობა: 3 საათი, ყავის/ჩაის შესვენებით.
ღირებულება: 60 ლარი.

გაითვალისწინეთ, გადახდა წარმოებს წინასწარ, ადგილები შეზღუდულია.