ეს კონკრეტული ქოუჩინგ ტექნიკა შეიმუშავა რობერტ დილტსმა. ტექნიკას ბევრნაირი სახელით მოიხსენიებენ. მათ შორის ყველაზე სწორია ნეიროლოგიკური დონეები, თუმცა ასევე ეძახიან ლოგიკურ დონეებს, დილტსის პირამიდას, ლოგიკური დონეების მოდელს და ა.შ. დილტსის პირამიდა გამოიყენება ბევრი მიმართულებით. მაგალითად, როგორც ცალკეული ტექნიკა, როგორც ინფორმაციის შეგროვების ტექნიკა, როგორც კომუნიკაციის მოდელი, რაპორტის დამყარების ტექნიკა, პროექტირების მოდელი.

რას ნიშნავს ნეიროლოგიკური დონეები? ეს არის ადამიანის აზროვნების შინაგანი სისტემის იერარქიის მოდელი. მის შინაარსზე საუბარი შეიძლება დიდხანს და უსასრულოდ, ამიტომ პირდაპირ ტექნიკის აღწერაზე გადავალ.

რას ვაკეთებთ?

გვაქვს ექვსი ნეიროლოგიკური დონე:

1.        გარემოცვა

2.        ქმედება/ქცევა

3.        შესაძლებლობები/კომპეტენცია

4.        ღირებულებები

5.        იდენტურობა

6.        მისია

ოთახში, იატაკზე დანიშნეთ ექვსივე დონე. შეგიძლიათ სტიკერზე ან თაბახის ფურცელზე დაწეროთ და იატაკზე დაალაგოთ რიგითობის მიხედვით, ან ცარცით მოხაზოთ წრეები. ახლა კი მიჰყევით ნაბიჯებს:

1.      დადექით „გარემოცვის“ წრეში და დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა: „სად და როდის ვმოქმედებდი როგორც ლიდერი?“ გაიხსენეთ, დაინახეთ სურათი დიდ, ფერად 3D ეკრანზე, გაიგონეთ ხმები და სხეულში დააფიქსირეთ შეგრძნებები.

2.      გადაინაცვლეთ „ქმედების“წრეში და უპასუხეთ კითხვას: „კონკრეტულად რას ვაკეთებ, როდესაც ვმოქმედებ როგორც ლიდერი, იმ კონკრეტულ დროსა და სივრცეში?“

3.      დადექით „შესაძლებლობების“ წრეში და უპასუხეთ კითხვას: „რაში გამოიხატება ჩემი, როგორც ლიდერის ქცევა? რა შესაძლებლობები მაქვს / რა შემიძლია გავაკეთო როგორც ლიდერმა?“

4.      დადექით „ღირებულებების“ წრეში და უპასუხეთ კითხვას: „რისთვის ვიყენებ ამ შესაძლებლობებს? რას მაძლევს ეს? რა არის ღირებული ჩემთვის, როცა ვმოქმედებ როგორც ლიდერი?“

5.      დადექით „იდენტურობის“ წრეში და უპასუხეთ კითხვას: „ვინ ვარ მე, როგორც ლიდერი? როგორი ლიდერი ვარ?“

6.      დადექით „მისიის“ წრეში და უპასუხეთ კითხვას: „კიდევ ვინ ვარ? რა არის ჩემი, როგორც ლიდერის მისია? რისკენ მივდივარ?“

ის სურათი, რასაც დაინახავთ „მისიის“ წრეში, შეიგრძენით მთელი სხეულით, ხმებით, ფერებით. დაიმახსოვრეთ ეს ემოცია, ეს შეგრძნებები სხეულში. მიიღეთ მთელი ის გამოცდილება, ინფორმაცია და შინაგანი ცოდნა, რაც გაგიჩნდათ თქვენი მისიისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ სიარულისას. და სწორედ ამ რესურსული მდგომარეობით დაბრუნდით უკან, „გარემოცვის“ წრეში. გაიარეთ ყველა მანამდე არსებული წრე და შეიტანეთ ყველა წრეში ეს ახალი გამოცდილება და თქვენი რესურსები, თქვენი მისია. დააკვირდით რა შეიცვლება თითოეულ ნეიოროლოგიკურ დონეზე. დანერგეთ ეს ცვლილებები თქვენს ქცევებში, ყოველდღიურ ქმედებებში და შედეგებს იხილავთ იმაზე მალე, ვიდრე ელოდით.

ირინა ჭოჭუა

ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში. The Society of Neuro-Linguistic Programming™ ასოციაციის წევრი. სერტიფიცირებული ქოუჩი ICF-ის სტანდარტებით. International Coach Federation (ICF) წევრი.
07.16.2018

ლაბის ფოტო ამბები

ბოლო პოსტები

საკვანძო სიტყვები

კატეგორიები

არქივი