მშობელთა ქოუჩინგი

ქოუჩინგი მშობლებისთვის არის პიროვნული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც მუშაობს მშობლებთან და ხელს უწყობს მათ ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში შვილებთან ნებისმიერ ასაკში. ეს მასტერკლასი საინტერესო იქნება თქვენთვის თუ თქვენ ხართ მოზარდის მშობელი; ხვდებით, რომ თქვენი შვილის ინტერესებს ვერ იგებთ; რთულია შვილთან კომუნიკაციის დამყარება; თვლით, რომ შვილს ემოციური დისკომფორტი აქვს და მისი დახმარება გსურთ; გჯერათ, რომ მოზარდობის პერიოდი თქვენს შვილში არსებული პოტენციალის გამოვლენისა და განვითარების საუკეთესო პერიოდია;
კრიზისი, როგორც სტარტი

სამურაები ამბობდნენ: „კარგი მეომრის ხელში ყველაფერი იარაღია“. სწორედ ასეა ცხოვრებაშიც. ყველაფერი შეიძლება ჩვენი განვითარებისთვის გამოგვადგეს. არა მხოლოდ ცოდნა, გამოცდილება, სასიკეთო პერსპექტივები, კავშირები და ფული, არამედ პრობლემები, კრიზისები და ყველაფერი ის, რაც ჩვენ დაბრკოლებას იწვევს. ცხოვრებაში შექმნილი ყველა სიტუაცია, მოვლენა, კრიზისი შეიძლება გამოვიყენოთ სწავლისთვის და თვითგანვითარებისთვის. „არ არსებობს მარცხი, არსებობს მხოლოდ უკუკავშირი“ – ყველას და ყველაფერს შეუძლია ჩვენ გვასწავლოს, ანუ დაგვეხმაროს. ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი გავაცნობიეროთ, განვვითარდეთ და წავიდეთ წინ.
ემოციური კაპიტალი

ადამიანის ტვინი და ემოციები კაცობრიობისთვის ყოველთვის იყო ამოუცნობის სფეროდან. ემოციების მართვის შესახებ საიდუმლო ცოდნა ერთგვარი ფილოსოფიური ქვის სიმბოლო იყო – მისი მფლობელი გარდაქმნიდა ჩვეულებრივ მეტალს ოქროდ. თანამედროვე ტექნოლოგიებმა მოგვცა საშუალება უფრო ღრმად ჩაგვეხედა ჩვენი ემოციების წარმოქმნის პროცესში და მათი მართვის ახალი მეთოდები აღმოგვეჩინა. ემოციების მართვა კი ჩვეულებრივ მეტალს სწორად რომ ოქროდ აქცევს.
მომავლის მოდელირების ტექნოლოგიები

როდესაც ფიქრობ შენს მომავალზე, რას ხედავ? როგორი წარმოგიდგენია საკუთარი თავი 30 წლის მერე? ქოუჩინგი და ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება არის მომავლის მოდელირების ტექნოლოგიები. გონების ვარჯიში, მუშაობა საკუთარ თავზე, საკუთარ მიზნებზე და შესაძლებლობებზე, შიშები და საკუთარი თავის წვრთნა იქნება ჩვენი საუბრის თემები.
ბიზნეს ქოუჩინგი

რა არის ბიზნეს ქოუჩინგი? როგორია მართვა ქოუჩინგის სტილში? როგორ ავამაღლოთ პერსონალის მოტივაცია, სწორად დავსახოთ მიზნები და გამოვიყენოთ სტრატეგიული მუშაობის თანამედროვე ტექნოლოგიები? როგორ შევქმნათ ერთიანი გუნდი და როგორ ვიმუშაოთ ლიდერებთან? ყველა ამ კითხვას პასუხს სცემს ბიზნეს ქოუჩინგი. ეს არის თანამედროვე ბიზნეს სამყაროში მართვის უახლესი ტექნოლოგიების ნაკრები, რომელიც მსოფლიო მასშტაბით უკვე დანერგილია, საქართველოში კი ახლა ინერგება. სემინარზე თქვენ მიიღებთ ქოუჩინგის მეთოდით მუშაობის სქემის პრაქტიკულ რჩევებს და კონკრეტულ ტექნიკებს.
თვითგანვითარების ინსტრუქცია

ქოუჩინგის მეთოდით მუშაობის შედეგად ჩვენ ვსახავთ მიზნებს, ვარკვევთ ჩვენს ღირებულებებს და შესაძლებლობებს, შინაგან პოტენციალს, რესურსებს, ვავითარებთ ჩვენს უნარებს, ვსწავლობთ ახალ ქცევებს, ვმუშაობთ სამოქმედო ენერგიაზე, მოტივაციაზე და ვდგამთ ქმედით ნაბიჯებს. ქოუჩინგური დიალოგი არის მუშაობის ფორმატი, რომლის მიზანია კითხვების დასმის საშუალებით მოახდინოს ტრანსფორმაცია. ეს არის ტრანსფორმაციული დიალოგი. ამ ლექციაზე სწორედ ასეთ ტრანსფორმაციულ დიალოგს გთავაზობთ.
რა უნდა მეს

ვინ ვარ? როგორი ადამიანი ვარ? რა მინდა? რა შემიძლია? – ეს არის ადამიანისთვის ყველაზე აქტუალური კითხვები და პასუხების ძიებაში ხშირად ბევრ არაორდინალურ ქმედებასაც ჩავდივართ. ადამიანის სააზროვნო სისტემა ძლიერი მექანიზმია, რომელსაც არაერთი მიმართულება შეისწავლის, მათ შორის ქოუჩინგი. ეს არის ადამიანის პოტენციალის აღმოჩენის ტექნოლოგია, მისი ეფექტურობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით.