მენეჯმენტის ფაქტორი
- მთავარი
- მენეჯმენტის ფაქტორი
მენეჯმენტის ფაქტორი:
21 დეკემბერი
“მენეჯმენტის ფაქტორი” ქოუჩინგ ლაბის 1 დღიანი ვორქშოპია, სადაც საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერები ისწავლიან, როგორ გადათარგმნონ ორგანიზაციის სტრატეგიული ხედვა თავიანთი გუნდის საოპერაციო გეგმაში და როგორ აღასრულონ ეფექტიანად ეს გეგმა ყოველდღიურობაში. ვორქშოპზე ლიდერები და მენეჯერები შეიძენენ სტრატეგიის ეფექტურად შესრულების უნარებს, რათა ამბიციური გეგმები გაზომვად შედეგად გადააქციონ.
ჩვენ მოგცემთ ინსტრუმენტებს პრიორიტეტების განაწილებისთვის, გადაწყვეტილებების მიღებისთვის, შეხვედრების მართვისთვის, გაზომვადი მიზნების დასახვისთვის, ანგარიშვალდებულების და თანმიმდევრულობის შექმნისთვის, და ცვლილებებთან გამკლავებისთვის.
ვორქშოპის განმავლობაში თქვენ იმუშავებთ გამოწვევებთან როგორც გუნდურად, ისე – შეჯიბრის ფორმატში და ისწავლით, როგორ შეუსაბამოთ თქვენი გუნდის მუშაობა თქვენი ორგანიზაციის მიზნებს.
ჩვენი ფორმატი
ჩვენ ვხელმძღვანელობთ პრაქტიკული გამოცდილების შექმნაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებით და ლიდერების განვითარებისთვის ვქმნით აქტივობებით სავსე, საინტერესო და კომფორტულ გარემოს:
- სტრატეგიული როლური თამაშის მექანიკა;
- ვირტუალური სცენარების დამუშავება;
- ქეისების ანალიზი და განხილვა;
- შეჯიბრი კონკურენტ გუნდებს შორის;
- ინტერაქტიული სასწავლო მასალები.
სწავლების ეს მეთოდები გვთავაზობს მიღებული ცოდნის და ინსტრუმენტების ადგილზე გამოცდას რეალისტური პრობლემების გადასაჭრელად, უზრუნველყოფს სიღრმისეულ ათვისებას და ვორქშოპის შემდეგ, რეალურ ორგანიზაციებში მათ დანერგვას.
ვორქშოპის ბოლომდე პასუხს გასცემთ კითხვებს:
- როგორ დავისახოთ გაზომვადი მიზნები და შევთანხმდეთ მიზნის მიღწევის კრიტერიუმებზე?
- როგორ შევქმნათ შედეგების შეფასების და მართვის დაფა?
- როგორ გავხადოთ გუნდური ქმედებები უფრო თანმიმდევრული და სისტემური?
- როგორ დავნერგოთ შედეგზე ორიენტირებული აზროვნების კულტურა?
- როგორ უზრუნველვყოთ ორგანიზაციაში სტრატეგიის შესრულება?
- როგორ შევამციროთ არაეფექტური შეხვედრები?
- როგორ მივიღოთ გადაწყვეტილებები სწრაფად ცვალებად გარემოში?
- როგორ გამოვიყენოთ არსებული რესურსები გონივრულად საუკეთესო შედეგის მისაღწევად?
ფასილიტატორები:
წამყვანი ტრენერი: მარიამ ტალახაძე
სტრატეგიის ქოუჩი ACC, ICF (200+ საათი) და ქოუჩინგ ლაბის და IBCU-ს საერთაშორისო სასწავლო პროგრამების კურატორი 2023 წლიდან;
მარიამი ასევე სერტიფიცირებული ნეიროლინგვისტური პროგრამირების პრაქტიკოსი (NLPU, Robert Dilts) და გუნდების ქოუჩია (CCMI, David Clutterbuck);
სტრატეგიული კომუნიკაციების მაგისტრი, ციფრული და სტრატეგიული მარკეტინგის სპეციალისტი კორპორატიული გუნდების მართვისა და კონსულტირების 15 წლიანი გამოცდილებით.
მარიამის კლიენტებს შორის არიან ტექნოლოგიების სტარტაპების დამფუძნებლები, მცირე და საშუალო მეწარმეები, კომპანიის აღმასრულებლები და HR მენეჯერები.
ასისტენტ ტრენერი: ქეთი გვარჯალაძე
ბიზნეს ქოუჩი – ICF (100+ საათი); ქოუჩინგ ლაბის და IBCU-ს საერთაშორისო სასწავლო პროგრამების კურატორი 2024 წლიდან; გუნდების ქოუჩი (CCMI, David Clutterbuck).
ქეთის აქვს 22 წლიანი გამოცდილება ფარმაცევტულ ბიზნესში, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კომპანიებში. ამჟამად, საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიის რეგიონალური მენეჯერი და რამდენიმე ქვეყნის ხელმძღვანელია. პროფესიული საქმიანობის დიდი ნაწილი მარკეტინგული და გაყიდვების ჯგუფების მართვა, ბაზრის ანალიზი, სხვადასხვა ქვეყნებში ბაზრის გახსნა, სტრატეგიული დაგეგმვა და მულტიკულტურულ გარემოში მუშაობაა.
ქეთის ქოუჩინგური საქმიანობის ძირითად ნიშას წარმოადგენს ფარმაცევტული კომპანიების სხვადასხვა დონის მენეჯერები, საერთაშორისო პლატფორმაზე მომუშავე მენეჯერები, ასევე გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდები.
დრო და ღირებულება:
ჩატარების თარიღი: 21 დეკემბერი. ვორქშოპი გაგრძელდება 11:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, ყავა/ჩაის შესვენებებით და 1 საათიანი ლანჩის შესვენებით (15:00-16:00).
ვორქშოპზე დასწრების ღირებულებაა 490 ლარი.
ამ ვორქშოპზე დასწრების შემთხვევაში მიიღებთ 10%-იან ფასდაკლებას ღია ვორქშოპებზე და 8%-იან ფასდაკლებას ბიზნეს ქოუჩინგის კურსზე.
ტექნიკური ინფო:
ვორქშოპზე რეგისტრაციის შემდეგ დაგიკავშირდებათ პროგრამების კოორდინატორი და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას.
კითხვებისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ info@coachinglab.ge ან დაგვირეკოთ 577416041.
შევხვდებით “ჰოუმში”. მის.: მიხეილ წინამძღვრიშვილის 87.